მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ბათუმი არის საქართველოს „კოვიდდედაქალაქი“ - გიორგი ფხაკაძე

ჯანდაცვის ექსპერტი
1660637928
COVID-19

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში კორონავირუსის ახალი ტალღის შესახებ წერს და ამბობს, რომ ბათუმი არის საქართველოს „კოვიდდედაქალაქი“.

„კოვიდი არსად წასულა! მთელ მსოფლიოში წამოვიდა კოვიდის ახალი ტალღა! საქართველოში, სავარაუდოდ, დღეში ვკარგავთ 20 მოქალაქეს! მსოფლიოს ზოგი ქვეყანა უკვე ემზადება ამ ახალი ტალღისთვის. ზოგმა შემოიღო სამედიცინო პირბადეების სავალდებულო ტარება, ზოგი აპირებს ახალი ვაქცინების (რომლებმაც ჯერ ბოლომდე არ გაიარეს კლინიკური კვლევები, მაგრამ კარგი პირველადი შედეგი აჩვენეს) ეგრეთ წოდებული „გაძლიერებული ბუსტერ ვაქცინების“ შემოღებას სექტემბერ-ოქტომბრიდან.

საქართველო ამ დროს:

👉 კოვიდი არ არის, არის სეზონური გრიპი/ვირუსი და ტოტალურად ყველას უდგინდება ფილტვების ანთება
პირბადეების გაყიდვა და, შესაბამისად, გამოყენება საქართველოში თითქმის 0-მდე არის დასული

👉 კოვიდვაქცინაცია ჩავარდნილია

👉 კოვიდტესტირება პრაქტიკულად არ ტარდება

👉 და ბოლოს, საკურორტო ადგილებში არის ჰიპერ (წარმოუდგენლად მაღალი) გავრცელება ვირუსის და ბათუმი არის საქართველოს „კოვიდდედაქალაქი“ ამჟამად!

👉 აიცერით დროზე, გამოიყენეთ კარგი პირბადეები (იყიდეთ სანამ იყიდება), და პატივი ეცით სხვებს! გაციებული ხარ, ცუდად ხარ, 7 დღე დარჩი თვითიზოლაციაში!

👉 გააღე ფანჯრები (არ გამოიყენო კონდიციონერი) ყველგან (ოფისებში, ტრანსპორტში და სახლში)

👉 გაუფრთხილდით ფეხმძიმეებს და 60 წელს გადაცილებულ ადამიანებს. გაუფრთხილდით ქრონიკულ პაციენტებს“, - წერს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი გიორგი ფხაკაძე.

ამავე თემაზე: 

📌 12 338 ინფიცირება, 12 766 გამოჯანმრთელება, 6 გარდაცვალება - ეპიდვითარება საქართველოში

📌 საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილ პაციენტთა 59%-ს სხვადასხვა თანმხლები ქრონიკული დაავადება აღენიშნებოდა

📌  2020 წლის 26 თებერვლიდან 2022 წლის 1-ელ ივლისამდე კორონავირუსით რეინფიცირების 138 331 შესაძლო შემთხვევა აღირიცხა

📌 „კოვიდი არ დამთავრებულა, პანდემია არის თავის ადგილას, თავის ახალი ვარიანტებით“ - გიორგი ფხაკაძე

📌ვის შეუძლია მე-3 და მე-4 „ბუსტერ“ დოზის გაკეთება? - თენგიზ ცერცვაძის განმარტება

📌 „რეინფიცირების რისკი BA.5 და BA.4 ვარიანტების დროს ძალიან მაღალია“ - ივანე ჩხაიძე