COVID-19

ვის შეუძლია მე-3 და მე-4 „ბუსტერ“ დოზის გაკეთება? - თენგიზ ცერცვაძის განმარტება

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორი
1657395291
დაკოპირებულია

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს გენერალურმა დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ „იმედის“ ეთერში ინფიცირების გაზრდილ მაჩვენებელსა და კორონავირუსის ახალ შტამებზე ისაუბრა.  

ცერცვაძის თქმით, შემთხვევების ზრდა კორონავირუსის ახალი შტამების გავრცელებით არის გამოწვეული

თენგიზ ცერცვაძე კოვიდსტატისტიკის ზრდას, ასევე, მობილობის გაზრდილ მაჩვენებელს უკავშირებს. 

„ბოლო კვირების განმავლობაში საქართველოში დომინირებს BA.4 და BA.5 შტამები, ძირითადად  BA.5, რომელიც წინამორბედი შტამებისგან განსხვავდება კიდევ უფრო მეტი გადამდებობით. ის უფრო იოლად ვრცელდება და შესაბამისად, კიდევ უფრო მეტ ადამიანს აინფიცირებს. საბედნიეროდ, დაავადების სიმძიმე ისეთივეა, როგორც „ომიკრონის“ სხვა შტამების დროს იყო და ამ მხრივ გართულება არ ყოფილა. ამით აიხსნება შემთხვევების მომატებული რაოდენობა ბოლო ორი კვირის განმავლობაში. კიდევ ერთი მიზეზია გაზრდილი მობილობა.

ადამიანები ბევრს მოგზაურობენ, ძალიან ბევრი ქართველი დაინფიცირდა უცხოეთში. გარდა ამისა, თანდათან მცირდება იმუნური ფენა. ვირუსგადატანილების და ვაქცინირებულების იმუნიტეტი დროთა განმავლობაში სუსტდება. ვაქცინირებულ და კოვიდგადატანილებს პრაქტიკულად გარანტირებული აქვთ დაავადების შედარებით მსუბუქი მიმდინარეობა“, - აცხადებს თენგიზ ცერცვაძე. 

თენგიზ ცერცვაძემ, ასევე,  განმარტა, ვის შეუძლია მე-3 და მე-4 „ბუსტერ“ დოზის გაკეთება.

„ვისაც, ორი აცრა ჩატარებული აქვს, ბოლო აცრიდან 5 თვის შემდეგ შეუძლია მესამე, „ბუსტერ“ დოზა გაიკეთოს. ხოლო, მე-4 „ბუსტერ“ დოზას აქვს გარკვეული შეზღუდვები, უკეთდება მათ, ვინც არის 50 წლის ზემოთ ან  რომელიმე თანმხლები ქრონიკული დაავადება აქვს, ან ცალკეულ შემთხვევაში ექიმის დანიშნულებითაც კეთდება“, - დასძენს ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი.

ამავე თემაზე:

📌 მსოფლიოში ვირუსის ახალი შტამი ვრცელდება, პანდემია არ დასრულებულა - The Washington Post

📌 „გლობალურად ეპიდემიოლოგიური სიტუაცია გაუარესებულია“, - ალექსანდრე გოგინავა

📌 „რეინფიცირების რისკი BA.5 და BA.4 ვარიანტების დროს ძალიან მაღალია“ - ივანე ჩხაიძე

📌 „BA.5 და BA.4 გვერდს უვლის უკვე ჩამოყალიბებულ იმუნიტეტს“ - ალექსანდრე გოგინავა

📌 „BA.5 და BA.4 ხასიათდებიან უფრო მაღალი გავრცელებით და გადადებით“ - ამირან გამყრელიძე