მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ჩინური ვაქცინები „პლაცებო“ ვაქცინებია და ომიკრონის წინააღმდეგ საერთოდ არაეფექტურია“ - გიორგი ფხაკაძე

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი
1640278686
COVID-19

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი გიორგი ფხაკაძე „მოდერნას“ ბუსტერით აცრის მიზეზს განმარტავს. 

მისი თქმით, სხვა ვაქცინები „ომიკრონის“ წინააღმდეგ არაეფექტურია. 

„რატომ ავიცერი „მოდერნას“ ვაქცინით?! არსებული ბოლო კვლევების მიხედვით მოდერნას სრულ ბუსტერ დოზას აქვს 83-ჯერ უფრო ძლიერი დაცულობა, „ფაიზერს“ კი  - 25-ჯერ.

მე ვარ მეცნიერი და მჯერა მეცნიერების. მჯერა მტკიცებულებაზე დაფუძნებული მედიცინის და მჯერა პროგრესის. საქართველოში არის მხოლოდ ერთი მაღალეფექტური ვაქცინა - „ფაიზერი“. ეს ჩემი ბრალი ნამდვილად არ არის.

ჩინური ვაქცინები „პლაცებო“ ვაქცინებია და საერთოდ არაეფექტურია განსაკუთრებით ახალი ვარიანტის წინააღმდეგ“, - წერს გიორგი ფხაკაძე. 

ომიკრონის სიმპტომები - როგორ ვლინდება კორონავირუსის ახალი ვარიანტი?

აგრეთვე წაიკითხეთ:

 „მონოკლინური ანტისხეულები „ომიკრონზე“ საერთოდ არ მუშაობს“ - ზაზა წერეთელი

⚫ „კოვიდის შემდეგ მამაკაცებს უქვეითდებათ სპერმის გამომუშავების ფუნქცია“ - გიორგი კავკასიძე

 COVID 19-ის ვაქცინა სპერმას არ აზიანებს - CNN