მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ომიკრონით“ რეინფიცირების რისკი 5-ჯერ მეტია, ვიდრე დელტა შტამის შემთხვევაში - კვლევა

კორონავირუსის ახალი ვარიანტი
1639856309
COVID-19

ლონდონის საიმპერატორო კოლეჯის (Imperial College London) მიერ ჩატარებული კვლევა ცხადყოფს, რომ „ომიკრონის“ ვარიანტით რეინფიცირების რისკი ხუთჯერ მეტია, ვიდრე დელტა შტამის შემთხვევაში.

ლონდონის საიმპერატორო კოლეჯის კვლევის შედეგები ეყრდნობოდა გაერთიანებული სამეფოს ჯანდაცვის უსაფრთხოების სააგენტოსა და ჯანდაცვის ეროვნული სამსახურის მონაცემებს.

„ჩვენ ვერ ვიპოვეთ მტკიცებულება (როგორც ჰოსპიტალიზაციის რისკის, ასევე სიმპტომების სტატუსის შესახებ), რომ „ომიკრონს“ დელტა შტამისგან განსხვავებული სიმძიმის დონე აქვს“, - ნათქვამია კვლევაში. თუმცა, მონაცემები ჰოსპიტალიზაციის შესახებ რჩება ძალიან შეზღუდული.

კვლევის შედეგების თანახმად, დელტა შტამთან შედარებით, „ომიკრონი“ შტამით რეინფიცირების რისკი 5.4-ჯერ უფრო მაღალია.

„ეს ნიშნავს, რომ გადატანილი ინფექციით უზრუნველყოფილი დაცვის დონე 19%-ს შეიძლება შეადგენდეს“, - ნათქვამია საიმპერატორო კოლეჯის კვლევაში.

„ეს კვლევა იძლევა დამატებით მტკიცებულებებს იმის შესახებ, რომ „ომიკრონს“ შეუძლია გვერდი აუაროს ადრეულ  იმუნიტეტს და, ასევე, ვაქცინებს. ეს კი ნიშნავს იმას, რომ „ომიკრონი“ დიდ საფრთხეს უქმნის საზოგადოების ჯანმრთელობას“, - აღნიშნა კვლევის ხელმძღვანელმა პროფესორმა ნილ ფერგიუსონმა.

ახალი შტამის „ომიკრონის“ შესახებ ინფორმაცია პირველად 24 ნოემბერს გავრცელდა. მას შემდეგ ის დაახლოებით 12 ქვეყანაში დაფიქსირდა. ახალი შტამის გამო ევროპამ, აშშ-მა და სხვა ქვეყნებმა აფრიკის 7 სახელმწიფოსთან ავიამიმოსვლა შეწყვიტეს. 

აგრეთვე წაიკითხეთ:

 2024 წლისთვის კორონავირუსი მსოფლიოს მასშტაბით „ენდემური“ გახდება - „ფაიზერი“

„ომიკრონის“ შემთხვევები იმ პირებს შორისაც ვიხილეთ, ვინც ვაქცინირებულია და მესამე დოზა მიიღო - CDC-ის დირექტორი

 დაასრულებს თუ არა ომიკრონი პანდემიას? - ნანა გეგეჭკორის განმარტება

„უამრავი ადამიანი ერთად გახდება ავად, საავადმყოფოებზე დაწოლა მოიმატებს“ - პაატა იმნაძე

 „საქართველომ უნდა მიიღოს შეზღუდვები, დააწესოს აკრძალვები“ - ზაზა წერეთელი