მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„მონოკლინური ანტისხეულები „ომიკრონზე“ საერთოდ არ მუშაობს“ - ზაზა წერეთელი

ზაზა წერეთელი
1640086871
COVID-19

ნორვეგიის სამეფოს ჯანდაცვის სამინისტროს უფროსმა მრჩეველმა ზაზა წერეთელმა „პალიტრანიუსის“ ეთერში, კორონავირუსის ახალი ვარიანტის „ომიკრონის“ შესახებ ისაუბრა. 

მისი თქმით, ახალი ვარიანტი „ომიკრონი“ კატასტროფული სიჩქარით ვრცელდება, რაც ძალიან ცუდია და ის ინფიცირებულთა რიცხვის მატებას გამოიწვევს. 

ამასთან ნორვეგიის სამეფოს ჯანდაცვის სამინისტროს უფროსი მრჩეველი მიიჩნევს, რომ „ომიკრონის“ წინააღმდეგ ერთ-ერთი საშუალება ვაქცინა და ბუსტერ დოზაა. 

„იმ მომენტისთვის, როდესაც ქვეყანაში მოსახლეობის მხოლოდ 37%-ია აცრილი, მნიშვნელობა არ აქვს დელტა იქნება, „ომიკრონი“ თუ სხვა შტამი, ყველანაირი შტამი, რომელიც გამოჩნდება, საქართველოსთვის არის საშიში. „ომიკრონის“ მთავარი საშიშროება, მისი გავრცელების სისწრაფეა. 

მეცნიერებმა დაადგინეს, რომ დღე ნახევარში 2-ჯერ მატულობს შემთხვევების რაოდენობა და არის კატასტროფულად სწრაფი ეს ვირუსი და ეს ხდება ისეთ ქვეყნებში, სადაც 80% არის სრულად აცრილი. თქვენ წარმოიდგინეთ, რა შეიძლება მოხდეს ისეთ ქვეყანაში, სადაც მოსახლეობის 37% არის აცრილი?! ანუ ვირუსს აქვს თავისუფალი არეალი გავრცელდეს სწრაფად. სადაც ეს შტამი მძიმედ არ მიმდინარეობს, იქ აცრილები არიან, ამიტომ აცრამაც იმუშავა.

5%-მდეა დაცემული დაცვა, თუ გადატანილი გაქვთ ბეტა ან დელტა შტამი და არ ხართ აცრილი. „ომიკრონმა“ აჩვენა, რომ იმ შემთხვევაშიც თუ ვირუსი გადაიტანეთ, მაინც უნდა აიცრათ. „ომიკრონი“ სამწუხაროდ საერთოდ არანაირი რეაქციას არ  იძლევა იმაზე გადაიტანეთ თუ არა ვირუსის დელტა ვარიანტი. აღმოჩნდა, რომ ორი დოზის შემდეგ „ომიკრონს“ შეუძლია გვერდი აუაროს ჩამოყალიბებულ იმუნიტეტს.

გამოქვეყნდა კვლევა, რომელმაც აჩვენა რომ მონოკლინური ანტისხეულები საერთოდ არ მუშაობს „ომიკრონზე“. ის მონოკლინური ანტისხეულები, რომელიც იყო ძალიან წარმატებული დელტას დროს აღმოჩნდა რომ სამწუხაროდ ვერაფერს ვერ აკეთებს „ომიკრონის“ დროს. უნდა ავიცრათ, გავიკეთოთ ბუსტერი და მოვერიდოთ ხალხმრავალ შეკრებებს დახურულ სივრცეში, რადგან ახალი ვარიანტი ძალიან სწრაფად ვრცელდება“, - განაცხადა ზაზა წერეთელმა. 

საქართველოში „ომიკრონის“ შტამის ორი შემთხვევა დადასტურდა.

ახალი შტამის „ომიკრონის“ შესახებ ინფორმაცია პირველად 24 ნოემბერს გავრცელდა. მას შემდეგ ის დაახლოებით 12 ქვეყანაში დაფიქსირდა. ახალი შტამის გამო ევროპამ, აშშ-მა და სხვა ქვეყნებმა აფრიკის 7 სახელმწიფოსთან ავიამიმოსვლა შეწყვიტეს. 

აგრეთვე წაიკითხეთ:

„კორონავირუსი შიდსით ინფიცირებულებში შეიძლება მრავალი თვის განმავლობაში გაგრძელდეს“ - სამხრეთ აფრიკელი მეცნიერები

„გაუქმებული ღონისძიება უკეთესია, ვიდრე გაუქმებული სიცოცხლე“ - ტედროს ადანომ გებრეისუსი

„ომიკრონისგან“ განსაკუთრებით ბუსტერ დოზა იცავს“ - თენგიზ ცერცვაძე

„3-ჯერ ვაქცინირებულებსაც შეუძლიათ კორონავირუსის გადაცემა“ - BioNTech-ის აღმასრულებელი დირექტორი

„ომიკრონი“ ადვილად აზიანებს ბავშვებს“ - ამირან გამყრელიძე

„ომიკრონი“ იქნება ის შტორმი, რომელიც გადაუვლის საქართველოს“ - დევი ტაბიძე