მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ჩვენს ქვეყანაში მწვანე პასპორტი არ უნდა არსებობდეს“ - ბიძინა კულუმბეგოვი

ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი
1643214502
COVID-19

„ომიკრონი“ ბევრ ადამიანს დაემართება და იმუნურ ფენას ქვეყანაში შექმნის, რაც მძაფრ ტალღებს თავიდან აგვარიდებს“, - ამის შესახებ ალერგოლოგ-იმუნოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა განაცხადა. 

მისი თქმით, მწვანე პასპორტების არსებობას აზრი არ აქვს საქართველოში. 

„ომიკრონს“ სწრაფი გავრცელება აძლევს შესაძლებლობას, ბევრი ადამიანი გახადოს ავად დროის მცირე მონაკვეთში და პიკი მალე ჩამოვიდეს ქვემოთ. მისი სიკვდილიანობის და ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი გრიპის ვირუსთან ახლოს არის. პირბადე რჩება თავის დაცვის ერთ-ერთ ეფექტურ საშუალებად.

მწვანე პასპორტი უნდა ჰქონდეს მხოლოდ აცრილებს. მწვანე პასპორტი უნდა იყოს ირიბი ბიძგი ადამიანისთვის, ვაქცინა გაიკეთოს. ჩვენს ქვეყანაში მწვანე პასპორტი არ უნდა არსებობდეს, მის არსებობას ამ ფორმით არანაირი აზრი არ აქვს - ინფექციის პრევენციას ვერ აკეთებს და ვაქცინაციისკენ  ვერ უბიძგებს ადამიანებს. სწორად არ მიმაჩნია რომ გადატანის სტატუსი რაიმე ინდულგენციას აძლევდეს ადამიანს. „ომიკრონი“ ძალიან სწრაფად ბევრ ადამიანს დაემართება და იმუნურ ფენას ქვეყანაში შექმნის, რაც მძაფრ ტალღებს თავიდან აგვარიდებს“, - აცხადებს ბიძინა კულუმბეგოვი. 

აგრეთვე წაიკითხეთ:

⭕ „ახლა ჟანგბადის ბალონები კი არა, სიცხის დამწევსაც კი აღარ სვამენ - გიორგი ღოღობერიძე ომიკრონზე

⭕ „ომიკრონი“ ადამიანის კანსა და პოლიეთილენის ზედაპირზე ბევრად მეტხანს ცოცხლობს, ვიდრე ადრინდელი კოვიდის ვარიანტი - კვლევა

⭕ რომელი სეგმენტია ყველაზე კარგად დაცული კორონავირუსისგან? - ბუწაშვილის განმარტება

⭕ „სტელს-ომიკრონი“ შესაძლოა, სწრაფად გავრცელდეს - ბრიტანეთის ჯანდაცვის ორგანოები

⭕ „აუცრელი მოსახლეობა ნიშნავს იმას, რომ ყოველთვის არის შანსი გაჩნდეს ახალი შტამი“ - ზაზა წერეთელი