COVID-19

დელტაკრონი - ახალი შტამი თუ ლაბორატორიული შეცდომა?

დელტაკრონის შტამი
1641906216
დაკოპირებულია

კვიპროსელი მეცნიერის ლეონიდოს კოსტრიკისის მიერ აღმოჩენილი კორონავირუსის შტამი, რომელსაც როგორც დელტას, ასევე, ომიკრონის თვისებები გააჩნია და რომელსაც უკვე უწოდეს დელტაკრონი, სხვა მეცნიერების მხრიდან ეჭვებს იწვევს. ამის შესახებ Deutche Welle იუწყება. 

ლეონიდას კოსტრიკისმა და მისმა გუნდმა აღმოაჩინეს ინფიცირების 25 შემთხვევა, რასაც ბიოლოგიურ მეცნიერებათა კვიპროსელმა პროფესორმა დელტაკრონი უწოდა. 

კოსტრიკისი ირწმუნება, რომ საუბარია დელტა შტამზე, რომელსაც ომიკრონის მსგავსი გენეტიკური სიგნატურა გააჩნია. ანუ ის ომიკრონივით გადამდებია და დელტასავით მძიმე დაავადებას იწვევს.

„მომავალში გამოჩნდება თუ რამდენად საშიშია ეს შტამი, არის თუ არა ის გადამდები და გახდება თუ არა ის დომინანტური“, - განაცხადა კოსტრიკისმა კვიპროსის ტელეკომპანიის ეთერში.

ამასთანავე სხვა ექსპერტები ლეონიდოს კოსტრიკისის ამ დასკვნას ეჭვქვეშ აყენებენ.

„ჩემი აზრით, აქ ლაბორატორიულ შეცდომას აქვს ადგილი. ეს ლაბორატორიის ხარისხზე არ არის დამოკიდებული. უბრალოდ ეს შეიძლება სეკვენირების ნებისმიერ ლაბორატორიაში მოხდეს. დელტაკრონის შესახებ მოსაზრება ბევრ ეჭვს იწვევს“, - განაცხადა ლონდონის სამეფო კოლეჯის ბარკლაის ლაბორატორიის მეცნიერმა ტომას პიკოკმა.

თავის მხრივ, კოსტრიკისი ამბობს, რომ დელტაკრონის არსებობის შესახებ ინფორმაცია მან არა მარტო კვიპროსის, არამედ სხვა ქვეყნების რამდენიმე ლაბორატორიაშიც გადაამოწმა.

მეცნიერები ამბობენ, რომ ეს ინფორმაცია სეკვენირების ლაბორატორიების მუშაობის პროცესში გარკვეულ პრობლემებზე მიუთითებს.

„დელტაკრონი, რაზედაც ბოლო დროს საუბარი მიდის, პრაქტიკულად 100%-ით არ არის დელტა და ომიკრონ შტამის ბიოლოგიური რეკომბინაცია“, - ამბობს ბრიტანული Wellcome Sanger-ის ინსტიტუტის წარმომადგენელი.

იმის მიუხედავად, რომ მეცნიერთა უმეტესობას დელტაკრონის არსებობაში ეჭვი ეპარებათ, ფრანკფურტის საუნივერსიტეტო კლინიკის ვირუსოლოგი ტიმო ვოლფი ამბობს, რომ ის „პანიკის საფუძველს ვერ ხედავს“.

„არ მგონია, რომ ეს დასკვნები რაიმე სერიოზულ პრობლემას გამოიწვევს“, - ამბობს ვოლფი.

ამასთანავე, ის ამბობს, რომ კოსტრიკისის მიერ მიღებული დასკვნები კიდევ გადამოწმებას საჭიროებს და დელტაკრონთან დაკავშირებით ზუსტი ინფორმაციის მისაღებად რამდენიმე კვირაა აუცილებელი.

იხილეთ აგრეთვე:

🔴  „ომიკრონს“ შეუძლია დააინფიციროს ის ადამიანებიც კი, რომლებიც ადრე იყვნენ ინფიცირებული ან ვაქცინირებული - ჰანს კლუგე

🔴  საქართველოში „ომიკრონის“ 951 შემთხვევაა დადასტურებული

🔴  ომიკრონი პაციენტების უმეტესობას უსიმპტომოდ გადააქვს - კვლევა

🔴  საკმარისია თუ არა ომიკრონის დასადგენად ცხვირიდან ტესტის აღება - ექსპერტების განმარტება