მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

საქართველოში „ომიკრონის“ 951 შემთხვევაა დადასტურებული

ომიკრონის შტამი
1641899541
COVID-19

საქართველოში ლაბორატორიულად „ომიკრონის“ 951 შემთხვევაა დადასტურებული, - ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კოვიდინფიცირების 5 486 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 46 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 2 893 პირი გამოჯანმრთელდა.

კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 968 313-ს შეადგენს, სულ გამოჯანმრთელებულია  916 421 პირი, ხოლო კორონავირუსს საერთო ჯამში 14 264 პაციენტი ემსხვერპლა.

დადებითობის მაჩვენებელი: დღიური - 9,53%, ბოლო 14 დღის - 8,1%, ბოლო 7 დღის - 9,63%-ია. 

აგრეთვე წაიკითხეთ: 

 აცრილებსა და აუცრელებში ინფიცირების სიმპტომები განსხვავებულია - კრეიგ სპენსერი

 „ომიკრონის“ გამო ხალხი საავადმყოფოებში ხვდება და კვდება“ - ტედროს ადანომ გებრეისუსი

⚫ „ომიკრონის“ მაღალმა ციფრობრივმა რაოდენობამ, შეიძლება, იმუნიტეტის მაღალი ფენა შექმნას“ - დევი ტაბიძე

⚫ „ომიკრონის“ დროს ადამიანები ხელმეორედ ინფიცირდებიან - ამირან გამყრელიძე

 „ომიკრონის“ ლაბორატორიულად დადასტურებული 335 შემთხვევა უნდა გავამრავლოთ 4-ზე“ - ამირან გამყრელიძე