მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„დღეს საქართველო დამარცხებულია - ამას ჰქვია სამოქალაქო ომი“ - გიორგი ფხაკაძე

გიორგი ფხაკაძე
1636630783
COVID-19

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში არსებულ ეპიდვითარებაზე და კორონავირუსით გარდაცვალების მაჩვენებელზე წერს. 

ჯანდაცვის ექსპერტი გიორგი ფხაკაძე სახელმწიფოს მოუწოდებს, რომ პრიორიტეტი მოქალაქეების ჯანმრთელობა უნდა გახდეს.

„დღეს საქართველო დამარცხებულია, დღეს 77 საქართველოს მოქალაქე დაკარგა სიცოცხლე და ამ დროს რა ხდება ქვეყანაში: 

ხელისუფლების რეაქცია - 0

ოპოზიციის რეაქცია - 0

ხალხის უმრავლესობის რეაქცია - 0

ყველა არის გახლეჩილი სად არის ერთობა? ამას ჰქვია სამოქალაქო ომი.

დიახ საქართველოში დაიწყო კოვიდის მე-5 ტალღა და დაიწყო სამოქალაქო ომი. კიდევ თუ არის საღი აზრი დარჩენილი სადმე, გთხოვთ დაფიქრდეთ. მართლა არ მინდა 2021 წლის დეკემბერი იყოს საქართველოს განადგურების თვე, ჯერ კიდევ გვაქვს საშუალება, რომ მივიღოთ სწორი გადაწყვეტილება.

არ ვარ პოლიტიკოსი მაგრამ პოლიტიკა ეჭრება ჯანდაცვაში… გთხოვთ დავაყენოთ პრიორიტეტად ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობა და ყველა სხვა საკითხები გადავიტანოთ მე-2 ადგილას, გავხადოთ ჯანდაცვა აპოლიტიკური. მივიღოთ აპოლიტიკური გადაწყვეტილებები ჯანდაცვაში. მცირე შანსი კიდევ გვაქვს, არ გაუშვათ ეს შანსი. გადავიდეთ ერთ ყველაზე ეფექტურ ვაქცინაზე მსოფლიოში და ავცრათ მოსახლეობის 90%. გამოვიყენოთ მხოლოდ სამედიცინო პირბადე, ყველგან დავიცვათ დისტანცია“, - წერს გიორგი ფხაკაძე. 

აგრეთვე წაიკითხეთ: 👇

👉 „პენსიონერები, რომლებიც აიცრებიან, 200-ლარიან დანამატს მიიღებენ“ - პრემიერი

👉 „ვაქცინაცია სავალდებულო არ გახდება და ამ გადაწყვეტილებას არ შევცვლი“ - პრემიერი

👉 მწვანე პასპორტები საქართველოში 1-ლი დეკემბრიდან ამოქმედდება

👉 „რეანიმაციაში მყოფი ყველა პაციენტი არავაქცინირებულია“ - ლევან გოფოძე

👉 „ქვეყანაში პარადოქსული სიტუაციაა, ინფიცირებულთა მატებას ვპასუხობთ ვაქცინირებული ადამიანების კლებით“ - ივანე ჩხაიძე

👉 კორონავირუსი, გაციება, ალერგია და გრიპი - განსხვავება დაავადებებს შორის