მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ეპიდვითარება საკმაოდ საყურადღებოა, რეინფიცირების ფაქტები შეინიშნება“ - სპეციალისტები

ეპიდემიოლოგები
1642654982
COVID-19

ინფექციური საავადმყოფოს ინფექციონისტმა ალექსანდრე გოგინავამ და ეპიდემიოლოგმა, პროფესორმა მაკა ბულეიშვილმა „რუსთავი 2“ -ის ეთერში ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობაზე ისაუბრეს. 

ეპიდემიოლოგების თქმით, ეპიდვითარება ნელ-ნელა უარესდება.

ექსპერტებმა მოსახლეობას კიდევ ერთხელ მოუწოდეს, ვაქცინაციისკენ და  რეკომენდაციების დაცვისკენ.

ეპიდვითარება საკმაოდ საყურადღებოა და ამაზე მიუთითებს ის მაჩვენებლები, რაც ბოლო დღეების განმავლობაში გვაქვს და ეს ძირითადად  დაკავშირებულია  ახალ შტამთან „ომიკრონთან“. ის საკმაოდ სწრაფად ვრცელდება და ადვილად გადამდებია.

მნიშვნელოვანია საზოგადოების მხრიდან დაცული იყოს რეკომენდაციები და, ასევე, აქტიურად წარმიმართოს ვაქცინაციის პროცესი“, - აცხადებს ალექსანდრე გოგინავა. 

მაკა ბულეიშვილის თქმით, რეინფიცირების ფაქტები შეინიშნება რაც სამწუხაროა. 

„სამწუხაროდ რეინფიცირების ფაქტები შეინიშნება, როგორც 6 თვის შემდგომ, ასევე, არის რამდენიმე ვარიანტი როდესაც 3 თვის წინ გადატანილი კოვიდის შედეგად ისევ არის რეინფიცირების ფაქტი. ასეთ შემთხვევაში ძალიან საყურადღებოა ის ადამიანები, რომლებიც არიან ქრონიკული დაავადების მატარებლები“, - აღნიშნავს მაკა ბულეიშვილმა.

აგრეთვე წაიკითხეთ: 

⚫ როდის უნდა მიიღოს კოვიდინფიცირებულმა ანტიბიოტიკი? - ბუწაშვილის განმარტება

⚫ იწვევს თუ არა კორონავირუსი ალცჰაიმერის დაავადებას? - ექსპერტების განმარტება

⚫ „გარანტია, რომ „ომიკრონი“ მსუბუქია, არ არსებობს, ის ჯერ კიდევ სასიკვდილო დაავადებაა“ - ერიკ ტოპოლი

⚫ „ტესტებს თავი დაანებეთ, თუ გაქვთ სიმპტომები, იყავით იზოლაციაში“ - გიორგი ღოღობერიძე „ომიკრონზე“

⚫ „ომიკრონი“ დასასრულის დასაწყისია და პანდემიას ზაფხულში დავასრულებთ“ - აკაკი ზოიძე

⚫ რატომ არ ღირს დაგემართოს „ომიკრონი“ - კულუმბეგოვის განმარტება