COVID-19

რეინფიცირების შემთხვევები გახშირდა - მაკა ბულეიშვილი

ეპიდემიოლოგი
1642066319
დაკოპირებულია

ეპიდემიოლოგმა, პროფესორმა მაკა ბულეიშვილმა „რუსთავი 2“ -ის ეთერში განაცხადა, რომ მოსახლეობა „ომიკრონის“ შტამს არასერიოზულად ეკიდება. 

მისი თქმით, რეინფიცირების შემთხვევები „ომიკრონის“ დროს გახშირდა. 

„არის ძალიან არასასიამოვნო ფაქტები და ხშირია, ასევე, როდესაც რაღაც უახლოესი პერიოდის წინ გადატანის შემთხვევაში, ეს შეიძლება იყოს 6 თვე, 3 თვე და არის, ასევე, 1 თვის გადატანის შედეგადაც, როდესაც ადამიანებს ისევ აღენიშნებათ მსგავსი სიმპტომები და ცხადია ეს შემდგომში უკვე დადასტურებული არის ტესტირების საფუძველზე.

სამწუხაროდ, არასერიოზულად ეკიდება მოსახლეობა აღნიშნულ შტამს. „ომიკრონს“ ახასიათებს სუსტი სიმპტომები, მაგრამ ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს ის ფაქტიც, რომ ყველა რესპირატორული დაავადების მსგავსი სიმპტომი,  ყველა ვირუსული ინფექცია, თუკი ადამიანს რაიმე ქრონიკული დაავადება გააჩნია, ან აქვს დაბალი იმუნური სისტემა, ასეთ შემთხვევაში არასწორად მართვის და მისი არა დროულად სამედიცინო დაწესებულებაში მიმართვიანობის შემთხვევაში, შესაძლებელია, მივიღოთ საკმაოდ დიდი რაოდენობით პაციენტები“, - აცხადებს მაკა ბულეიშვილი. 

აგრეთვე წაიკითხეთ: 

⚫ „ჩვენს ქვეყანაში მოსახლეობის ორი მესამედია დაუცველი და აუცრელი“ - აკაკი ზოიძე

⚫ „კორონავირუსი ხდება პაციენტებისთვის ქრონიკული დაავადებების გამწვავების ტრიგერი“ - ნანა გეგეჭკორი

 5 ძირითადი სიმპტომი, რომელიც „ომიკრონს“ ახასიათებს

⚫ რატომ არის „ომიკრონი“ საშიში, თუ ის დელტაზე სუსტია? - მეცნიერების განმარტება

 ნუ თამაშობთ რუსულ „რულეტკას“ - გერმანელი ექსპერტები ომიკრონზე