COVID-19

„ეს არის ტალღა, რომლის დროსაც  ბავშვებში ინფიცირების გავრცელებამ პიკს მიაღწია“ - ლალი ჯანაშია

პედიატრი ლალი ჯანაშია
1642663992
დაკოპირებულია

„ინფიცირების მაღალი ტალღები, პრაქტიკულად სათხილამურო კურორტებიდან წამოვიდა“, - ამის შესახებ პედიატრმა ლალი ჯანაშიამ განაცხადა.

პედიატრის თქმით, არანაირი წესის და რეგულაციის დაცვა არ ხდება.

„ეს არის ტალღა, რომლის დროსაც ბავშვებში გავრცელებამ მართლაც პიკს მიაღწია. ამ პრობლემას ამძიმებს საშუალო სკოლების და საჯარო ბაღების გახსნა. ძირითად რეკომენდაციად რჩება - სოციალურის დისტანციის დაცვა, სამშრიანი სამედიცინო პირბადის ტარება და ყველა რეგულაციის  გათვალისწინება. 

სამთო სათხილამურო კურორტების თემა არის უმძიმესი. სწორედ იქიდან დაიწყო ეს ტალღები. პრაქტიკულად არანაირი წესის და რეგულაციის დაცვა არ ხდება, არც ბაკურიანში და არც გუდაურში“, - აცხადებს ლალი ჯანაშია. 

აგრეთვე წაიკითხეთ: 

⚫ როდის უნდა მიიღოს კოვიდინფიცირებულმა ანტიბიოტიკი? - ბუწაშვილის განმარტება

⚫ იწვევს თუ არა კორონავირუსი ალცჰაიმერის დაავადებას? - ექსპერტების განმარტება

⚫ „გარანტია, რომ „ომიკრონი“ მსუბუქია, არ არსებობს, ის ჯერ კიდევ სასიკვდილო დაავადებაა“ - ერიკ ტოპოლი

⚫ „ტესტებს თავი დაანებეთ, თუ გაქვთ სიმპტომები, იყავით იზოლაციაში“ - გიორგი ღოღობერიძე „ომიკრონზე“

⚫ „ომიკრონი“ დასასრულის დასაწყისია და პანდემიას ზაფხულში დავასრულებთ“ - აკაკი ზოიძე

⚫ რატომ არ ღირს დაგემართოს „ომიკრონი“ - კულუმბეგოვის განმარტება