მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ევროპის ქვეყნებმა ვაქცინაცია უნდა დააჩქარონ და პირბადის ტარების მოთხოვნა დააბრუნონ - ჰანს კლუგე

 ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული დირექტორი
1658293719
COVID-19

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული დირექტორის ჰანს კლუგეს თქმით, ევროპულმა ქვეყნებმა უნდა დააჩქარონ ვაქცინაცია და დააბრუნონ პირბადის ტარების მოთხოვნა, რათა დაძლიონ COVID-19 შემთხვევების ზრდა, რომელიც გამოწვეულია Omicron-ის შტამით და თავიდან აიცილონ მკაცრი ზომების შემოღება.

„როიტერთან“ ინტერვიუში კლუგემ ქვეყნებს მოუწოდა ახლავე მიიღონ ზომები, რათა თავიდან აიცილონ ჯანდაცვის სისტემის გადატვირთვა შემოდგომაზე და ზამთარში, რადგან Omicron ქვევარიანტი, BA.5 სწრაფად გავრცელებას აგრძელებს.

კლუგეს თქმით, საჭიროა ამოქმედდეს „პანდემიის სტაბილიზატორები“, როგორიცაა მეორე გამაძლიერებელი დოზა, პირბადის ტარება და უკეთესი ვენტილაციის ხელშეწყობა.

„ეს სტაბილიზატორები უნდა განხორციელდეს, რათა თავიდან ავიცილოთ ბევრად უფრო მკაცრი ზომები. არ ვფიქრობ, რომ საზოგადოება მზად არის ლოკდაუნისთვის. ხალხი ხანდახან კითხულობს, ​​დაბრუნდა ვირუსი? ის არსად გამქრალა. ის ჯერ კიდევ არსებობს. ის ვრცელდება. ის მუტაციას განიცდის. და სამწუხაროდ, მას ჯერ კიდევ ბევრი სიცოცხლე ეწირება“, - განაცხადა კლუგემ.

ასევე დაგაინტერესებთ:

👉 „ახალი ვარიანტები წამოვიდა ინდოეთიდან - BA2.57, რომელიც ნოემბერში საქართველოშიც იქნება“ - გიორგი ფხაკაძე

👉 პანდემია მალე არ დასრულდება და შენარჩუნდება, როგორც ერთ-ერთი რესპირაციული ინფექცია, უნდა ვისწავლოთ მასთან „თანაცხოვრება“ - თენგიზ ცერცვაძე

👉 „ფრთხილად უნდა ვიყოთ, 50 წელს გადაცილებულებისთვის კორონავირუსის მუტაციაც კი რისკს წარმოადგენს“ - ივანე ჩხაიძე

👉 „შიშით ყველა სურდოიანი ადამიანის დათვლას ვერ დავიწყებთ, მოგვიწევს თანაცხოვრება ამ ინფექციასთან ერთად“ - ბიძინა კულუმბეგოვი