მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ფრთხილად უნდა ვიყოთ, 50 წელს გადაცილებულებისთვის კორონავირუსის მუტაციაც კი რისკს წარმოადგენს“ - ივანე ჩხაიძე

იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელი
1657787871
COVID-19

იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელის ივანე ჩხაიძის განცხადებით, მომდევნო დღეებში განსაკუთრებული სიფრთხილე უნდა გამოიჩინოს მოსახლეობამ, განსაკუთრებით 50 წელს ზევით ადამიანებმა, რადგან მათთვის ვირუსის მუტაციაც კი საშიშია.

„მომდევნო პერიოდისთვის ჩვენ განსაკუთრებით ყურადღებით, ფრთხილად უნდა ვიყოთ. პირველ რიგში, ეს ეხება 50 წელს გადაცილებულ მოსახლეობას. მათთვის კორონავირუსის მუტაციაც კი, რომელიც მძიმე მიმდინარეობით არ გამოირჩევა, რისკს წარმოადგენს.

რეკომენდაციაა სწორედ, ამ ასაკობრივ ჯგუფში ვაქცინაციის პროცესის გააქტიურებასთან დაკავშირებით. ეს იქნება ახლა წინაპირობა იმისი, რომ იმუნიტეტი ინდუცირებული, დამატებითი მესამე დოზის შემდეგ, პრაქტიკულად გარანტირებული დაცვა იქნება მომდევნო 6 თვის განმავლობაში დამძიმებული მდგომარეობის, საავადმყოფოში მოხვედრისა და გართულებების თავიდან აცილების თვალსაზრისით“, - განაცხადა ჩხაიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ:

👉 „შიშით ყველა სურდოიანი ადამიანის დათვლას ვერ დავიწყებთ, მოგვიწევს თანაცხოვრება ამ ინფექციასთან ერთად“ - ბიძინა კულუმბეგოვი