მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„შიშით ყველა სურდოიანი ადამიანის დათვლას ვერ დავიწყებთ, მოგვიწევს თანაცხოვრება ამ ინფექციასთან ერთად“ - ბიძინა კულუმბეგოვი

ალერგოლოგ-იმუნოლოგი
1657696538
COVID-19

ალერგოლოგ-იმუნოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა ეპიდვითარებაზე საუბრისას აღნიშნა, რომ მთავარია მძიმე დაავადებებისა და ჰოსპიტალური დატვირთვის რისკი შემცირდეს. მისი თქმით, კორონავირუსის ინფექციასთან თანაცხოვრება მოგვიწევს.

„რა თქმა უნდა, ჩვენ შიშით ყველა სურდოიანი ადამიანის დათვლას ვერ დავიწყებთ. მთავარია, რომ შევამციროთ მძიმე დაავადების და შესაბამისად ჰოსპიტალური დატვირთვის რისკი. გვაქვს ძალიან კარგი ვაქცინები, რომლებიც მძიმე დაავადებისგან იცავს ადამიანს. გვაქვს რამდენიმე პრეპარატი მათ შორის ერთი პრეჰოსპიტალურად, 2 ჰოსპიტალში გამოსაყენებლად. ასე ადაპტაციის მაქსიმალური შესაძლებლობებით მოგვიწევს ჩვენ თანაცხოვრება ამ ინფექციასთან ერთად“, - განაცხადა კულუმბეგოვმა.

ამავე თემაზე:

📌 5 154 ინფიცირება, 3 გარდაცვალება - ეპიდვითარება საქართველოში

📌 „რესპირაციული ვირუსული ინფექციების პიკმა გადაიარა, ახლა უმრავლეს შემთხვევაში უნდა ვიფიქროთ, რომ ეს არის კორონავირუსი“ - ივანე ჩხაიძე