მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ინფიცირებიდან 6 თვის შემდეგ პაციენტთა 37%-ს ხანგრძლივი კორონავირუსის მახასიათებელი სიმპტომი აღენიშნებათ

სიცხე
1632913098
COVID-19

ახალი კვლევის თანახმად, კორონავირუსით ინფიცირებულ ყოველ მესამე ადამიანს 3-დან 6 თვის შემდეგ აწუხებს ხანგრძლივი COVID 19-ის დამახასიათებელი მინიმუმ ერთი სიმპტომი. ამის შესახებ ინფორმაციას The Guardian-ი ავრცელებს.

არსებული კვლევების დიდი ნაწილი აჩვენებს, რომ სიმპტომების ნაზავმა, რომლებიც ადამიანებმა განიცადეს ინფიცირების პერიოდში, პაციენტთა გარკვეულ ნაწილში რამდენიმე თვის შემდეგ კვლავ იჩინა თავი.

ოქსფორდის უნივერსიტეტის მკვლევარებმა, ჯანმრთელობის კვლევის ეროვნულმა ინსტიტუტმა (NIHR) და ოქსფორდის ჯანმრთელობის კვლევის ცენტრმა (BRC) შეისწავლეს აშშ-ში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული 270,000-ზე მეტი ადამიანი.

მათ აღმოაჩინეს, რომ ვირუსის დადგენიდან 3-დან -6 თვეში პაციენტთა 37%-ს ჰქონდა მინიმუმ ერთი ხანგრძლივი კოვიდის მახასიათებელი სიმპტომი. ყველაზე გავრცელებული სიმპტომები იყო სუნთქვისა და აბდომინური პრობლემები, დაღლილობა, ტკივილის შეგრძნება, შფოთვა ან დეპრესია.

„შედეგები ადასტურებს, რომ Covid 19-ის ინფექციიდან ექვსი თვის განმავლობაში ნებისმიერი ასაკის ადამიანების მნიშვნელოვან ნაწილს შეიძლება ახასიათებდეს მთელი რიგი სიმპტომები და სირთულეები. ინფიცირებიდან 3-6 თვეში პაციენტთა მესამედზე მეტი დიაგნოზირებულია კორონავირუსის მახასიათებელი ერთ–ერთი ხანგრძლივი სიმპტომით“, - განაცხადა NIHR-ის მეცნიერმა დოქტორმა მაქს ტაკეტმა.

ინფექციის სიმძიმემ, გავლენა მოახდინა ხანგრძლივი კოვიდის სიმპტომების ალბათობაზე, პაციენტთა ასაკზე და სქესზე - ნათქვამია აშშ–ში დაფუძნებული TriNetX-ის ქსელის მონაცემებში.

ხანგრძლივი კოვიდის სიმპტომები უფრო ხშირად აღინიშნებოდა ჰოსპიტალიზებულ პირებში და ისინი მცირე სხვაობით უფრო მეტი იყო ქალებში, წერია ჟურნალ PLOS Medicine–ში გამოქვეყნებულ კვლევაში.

სხვადასხვა ფაქტორმა, ასევე, გავლენა მოახდინა იმაზე, თუ რომელი სიმპტომი აწუხებდათ ადამიანებს ყველაზე ხშირად. მაგალითად, ხანდაზმულებსა და მამაკაცებს - უფრო მეტად სუნთქვის გაძნელება და კოგნიტიური პრობლემები ჰქონდათ, ხოლო ახალგაზრდებსა და ქალებს - უფრო მეტი თავის ტკივილი, აბდომინური პრობლემები და შფოთვა ან დეპრესია.

საავადმყოფოში მოხვედრილი კოვიდ პაციენტები უფრო მეტად განიცდიდნენ კოგნიტურ პრობლემებს, როგორიცაა თავბრუსხვევა და დაღლილობა, იმ ადამიანებთან შედარებით, რომლებსაც არ სჭირდებოდათ ჰოსპიტალიზება. ხოლო ინფიცირებულები, რომლებიც სახლში მკურნალობდნენ, უფრო მეტად განიცდიდნენ თავის ტკივილს.

ბევრ პაციენტს ჰქონდა ერთზე მეტი ხანგრძლივი კორონავირუსის მახასიათებელი სიმპტომი, განაცხადა მკვლევარმა.

„ეს მონაცემები ავსებს ჩატარებული კვლევების შედეგებს. ჩვენ გვჭირდება სათანადოდ კონფიგურირებული სერვისები, რათა გავუმკლავდეთ მიმდინარე და მომავალ კლინიკურ მოთხოვნილებას“, - ამბობს მეცნიერი მაქს ტაკეტი.

კვლევამ, ასევე, შეისწავლა იგივე სიმპტომები გრიპისგან გამოჯანმრთელებულ ადამიანებში.

ადამიანებს, რომლებსაც გრიპი ემართებათ, შეიძლება ჰქონდეთ გახანგრძლივებული სიმპტომებიც, როგორც ეს ზოგიერთ პაციენტში ხანგრძლივი კოვიდით ინფიცირების შემდეგ გამოვლინდა, ნათქვამია კვლევაში, მაგრამ გრიპის შემთხვევაში გრძელვადიანი სიმპტომები გაცილებით ნაკლებად ვლინდება.

კლინიკური მონაცემების მეცნიერების პროფესორი, ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯის თანამშრომელი ამიტავა ბანერჯი ამბობს, რომ ეს იყო „კარგად ჩატარებული დიდი და საფუძვლიანი კვლევა“.

„კორონავირუსის ინფიცირებიდან ექვსი თვის შემდეგ პაციენტთა ნახევარზე მეტს (57%) ჰქონდა მინიმუმ ერთი ხანგრძლივი კოვიდის მახასიათებელი სიმპტომი, ხოლო ერთი მესამედს (37%) დიაგნოზიდან 90-180 დღის განმავლობაში“, - განაცხადა ბანერჯიმ.

კვლევას ჰქონდა შეზღუდვები, ის ძირითადად ორიენტირებული იყო ვირუსისაგან გამოწვეულ ყველაზე გავრცელებულ ცხრა სიმპტომზე.

კვლევის შედეგად დადგინდა, რომ მოსწავლეების შემთხვევაში ყველაზე გავრცელებული სიმპტომი იყო - სისუსტე ან დაღლილობა, ხოლო სკოლის პერსონალს უფრო ხშირად აღენიშნებოდა ქოშინი.

საერთო ჯამში, ეროვნული სტატისტიკის სამსახურის (ONS-ის) შეფასებით, დიდ ბრიტანეთში 970,000 ადამიანს Covid-19 ინფექციის შემდეგ აწუხებს ვირუსის მახასიათებელი ერთი სიმპტომი მაინც.

ასევე ვარაუდობენ, რომ ინფიცირებიდან ერთი წლის შემდეგ 384,000 ადამიანი კვლავ ცხოვრობს აღნიშნული სიმპტომებით.

იხილეთ აგრეთვე:

✅„მსოფლიო ნორმალურ ცხოვრებას 1 წელიწადში დაუბრუნდება“ - ალბერტ ბურლა

✅კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების მესამე დოზის გვერდითი მოვლენები იგივეა, რაც მეორე დოზის შემდეგ - CDC დირექტორი

✅რით მკურნალობენ კორონავირუსს? გერმანელი ექიმების რეკომენდაციები