COVID-19

რით მკურნალობენ კორონავირუსს? გერმანელი ექიმების რეკომენდაციები

გერმანელი ექიმების
რეკომენდაციები
1632418326
დაკოპირებულია

Deutche Welle ინფორმაციას ავრცელებს იმ პრეპარატებზე, რომლითაც შესაძლებელია კორონავირუსის მკურნალობა. შესაბამის რეკომენდაციებს გერმანელი ექიმები გასცემენ.

მათი აზრით, კორონავირუსის წინააღმდეგ ყველაზე ეფექტიანი საშუალება ვაქცინაციაა. აცრის შემთხვევაში ადამიანს დაავადების მძიმე ფორმა არ უვითარდება.

შესაბამისად, სჯობს არც მიიყვანო საქმე იქამდე, რომ პაციენტს ინტენსიური თერაპია დასჭირდეს. ჯერჯერობით ეს შეუძლებელია, მთელ მსოფლიოში ვაქცინების 5 მლრდ დოზა იყო გამოყენებული, ძირითადად მდიდარ ინდუსტრიულ ქვეყნებში. ეს რაოდენობა დედამიწის მოსახლეობის მესამედის ასაცრელად არის საკმარისი.

ყოველდღე კორონავირუსით მსოფლიოში 650 000 ადამიანი ინფიცირდება. ყოველდღე 10 000 ადამიანი კორონავირუსისგან და ამით გამოწვეული გართულებებით იღუპება.

პანდემიის დაწყებიდან, ანუ წელიწად-ნახევრის განმავლობაში კორონავირუსის მკურნალობის პროცესში გარკვეული პროგრესი შეინიშნება. გერმანიაში ექიმებს შესაბამისი ინსტრუქციით მოქმედებენ.

ვინ უნდა მიმართოს საავადმყოფოს კორონავირუსის დროს?

თუ დაავადებულს სუნთქვის პრობლემები აღენიშნება, მან აუცილებლად ექიმს უნდა მიმართოს. თუ პაციენტს გახშირებული სუნთქვა აღენიშნება და სისხლში ჟანგბადის შემცველობა 90%-ზე ნაკლებია, პაციენტს ინტენსიური თერაპიის პალატაში ათავსებენ.

თუ ადამიანის სუნთქვის სიხშირე წუთში 25-30-ს შეადგენს, ეს ნიშნავს, რომ პაციენტის ფილტვები დაზიანებულია. ფილტვების მდგომარეობის დადგენა რენტგენის მეშვეობით ხდება. ამ შემთხვევაში საუბარია ადამიანის სიცოცხლის გადარჩენაზე იმისათვის, რომ სისხლს საკმარისი ჟანგბადი მიეწოდებოდეს, პაციენტს ჟანგბადის ნიღაბს უკეთებენ. მძიმე შემთხვევებში კი ადამიანის ტრაქეაში სპეციალურ შლანგს უშვებენ, რათა საყლაპავიდან სითხე ფილტვებში არ მოხვდეს. ამ დროს პაციენტი მუცელზე უნდა იწვეს.

რა პრეპარატები გამოიყენება კორონავირუსის მძიმე ფორმების დროს

მხარდამჭერი თერაპიის ფარგლებში, როდესაც უკუჩვენებები არ არის, ექიმები ჰეპარინს ნიშნავენ, ის თრომბების გაჩენის საშიშროებას ამცირებს. ასევე, დექსამეტაზონი და ჰიდროკორტიზონი გამოიყენება. ეს პრეპარატები ანთებითი პროცესების განვითარებას უშლის ხელს. ამასთანავე, კორტიკოსტეროიდები მძიმე პაციენტების მკურნალობის დროს პანაცეა არ არის. ეს მედიკამენტები ადვილად იშოვება და პაციენტები მათ კარგად იღებენ. იმ პაციენტების სიკვდილიანობა, რომლებსაც ხელოვნურ სუნთქვას უტარებენ, 3-12%-ით მცირდება.

დექსამეტაზონთან ერთად ექიმები, ასევე, ტოცილიზუმაბს იყენებენ. ეს პრეპარატი მონოკლონურ ანტისხეულებზეა აგებული და იმუნიტეტს აძლიერებს. როდესაც პაციენტებს ხელოვნური სუნთქვა სჭირდებათ და მათი მდგომარეობა მძიმეა, ეს წამალი პაციენტს ლეტალური შედეგისგან იცავს. რაც შეეხება პაციენტებს, რომლებსაც ხელოვნური ჟანგბადის მინიმალური რაოდენობა სჭირდებათ, ამ შემთხვევაში პრეპარატის გამოყენება მიზანშეწონილი არ არის.

მონოკლონალური ანტისხეულებით მკურნალობა

მონოკლონალური ანტისხეულები იმ პრეპარატთა სიაში შედის, რომელთა გამოყენება კორონავირუსის მკურნალობის დროს ხდება. ის პირდაპირ დაავადების გამომწვევ მიზეზებს ებრძვის. ასე, მაგალითად, აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტს დონალდ ტრამპს კომპანია Regeneron-ის პრეპარატით, REGN-COV2-ით მკურნალობდნენ.

აშშ-ში გამოყენება ორი მონოკლონალური ანტისხეულების ნაზავისგან შემდგარი ნივთიერება. მისი ცდების მესამე ფაზამ აჩვენა, რომ კორონავირუსით დაავადებული ადამიანები, რომლებსაც მონოკლონური ანტისხეულებით მკურნალობდნენ, დაავადების მძიმე ფორმას გადაურჩნენ. ასევე, ადამიანები უფრო ადრე იკურნებოდნენ.

კიდევ ერთი მედიკამენტი, რომელიც ანალოგიურად მოქმედებს, არის ბამლანივიმაბი, ის REGN-COV2-ის მსგავსია. ამასთანავე ექიმები არ ურჩევენ ამ პრეპარატის გამოყენებას საშუალო და მსუბუქი დაავადების ფორმის დროს, რადგანაც მას არასასურველი გვერდითი მოვლენები შეძლება ჰქონდეს. ის მხოლოდ იმ პაციენტების შემთხვევაში გამოიყენება, რომლებიც რისკის ჯგუფში შედიან.

კოვიდგადატანილის პლაზმით მკურნალობა

კორონავირუსის მკურნალობის დროს სისხლის გადასხმით მკურნალობის იდეა თავიდან ძალიან პოპულარული იყო. კოვიდგადატანილ ადამიანს ორგანიზმში საკმარისი რაოდენობის ანტისხეულები გააჩნია და მას, წესით, ინფიცირებული ადამიანის იმუნიტეტი უნდა გაეძლიერებინა. პრაქტიკაზე კი ეს ყველაფერი საკმაოდ რთული აღმოჩნდა. ე.წ. რეკონვალესცენტური პლაზმით მკურნალობას კორონავირუსის მკურნალობის არანაირი დადებითი ეფექტი არ მოჰყოლია. სიკვდილიანობა არ შემცირებულა, პაციენტის მდგომარეობა არ გაუმჯობესებულა. თანაც იმ ადამიანებს, ვისაც სისხლი გადაუსხეს, გვერდითი მოვლენები დაუფიქსირდათ. გარდა ამისა, პლაზმის, ისევე როგორც დონორული ორგანოების მიღება, საკმაოდ რთულია.

რა პრეპარატები არ აღმოჩნდა ეფექტიანი

არსებობს მთელი რიგი მედიკამენტები, რომლებზეც ექიმები დიდ იმედებს ამყარებდნენ, მაგრამ რომლებიც კორონავირუსის მკურნალობის დროს ეფექტიანი არ აღმოჩნდა. ამ სიაში შედის ანტიბიოტიკი აზიტრომიცინი და პარაზიტების საწინააღმდეგო პრეპარატი ივერმექტინი. ასევე, ექიმები აღარ იყენებენ ვიტამინ D3-ს.

არ არის მიზანშეწონილი რიტონავირის და ლოპინავირის გამოყენებაც. მათ ხშირად ინტერფერონთან ერთად იყენებდნენ. არაეფექტიანი აღმოჩნდა ქლოროხინი და ჰიდროკსილქლოროხილიც, ასევე, ანტიანთებითი პრეპარატი ანაკინრა.

რაც შეეხება ბარიციტინიბს, რემდისივირთან ერთად მისი გამოყენების შემთხვევაში, კოვიდის მძიმე ფორმით დაავადებული პაციენტები უფრო ადრე გამოჯანმრთელდნენ. ამასთანავე, სიკვდილიანობის შემცირებაზე ამ პრეპარატებს გავლენა არ მოუხდენია.

აგრეთვე, დაგაინტერესებთ:

რამდენად უსაფრთხოა ბავშვების ვაქცინაცია? - BBC

აქვს თუ არა აზრი კოვიდგადატანილი ადამიანების აცრას? - Washingtonpost

როდის დასრულდება პანდემია? ოთხი სავარაუდო სცენარი - BBC

PIA.GE-ს დღიური

სააკაშვილის მიმართვა, გარდაცვლილი პატიმრ...

PIA.GE-ს დღიური - რუბრიკა, სადაც დღის მნიშვნელოვან ამბებსა და პერსონებს წარმოგიდგენთ.

მიტროპოლიტი დიმიტრი შიოლაშვილი იმ მღვდელმთავრებს მიმართავს, რომლებმაც საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით შექმნილ პეტიციას ხელი მოაწერეს.

1634323933

„ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ყველამ, არ აქვს მნიშვნელობა, მმართველი პარტია იქნება თუ სხვა პოლიტიკური პარტიები, ჩვენს ვიწროპარტიულ ინტერესებზე მაღლა უნდა დავაყენოთ ქვეყნის, საზოგადოების და ხალხის ინტერესები“, - ამის შესახებ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ დღეს „ღამის კურიერის“ ეთერში განაცხადა.

1634323883

„ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე დარწმუნებულია, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში დედაქალაქის მერობის ერთ-ერთი კანდიდატის, გიორგი გახარიას ამომრჩეველი ხმას „ნაციონალურ მოძრაობას“ არასდროს მისცემს.

1634323251

PIA.GE-ს დღიური - რუბრიკა, სადაც დღის მნიშვნელოვან ამბებსა და პერსონებს წარმოგიდგენთ.

1634323058
თბილისის მერი კახა კალაძე
Pia.ge 2021

კახა კალაძე: მეორე ტურში კიდევ უფრო მეტი შემა...

თბილისის მერობის კანდიდატის, კახა კალაძის განცხადებით, არჩევნების მეორე ტური დემოკრატიული პროცესის ნაწილია, რაშიც ტრაგედიას ვერ ხედავს. კახა კალაძემ საკუთარ მხარდამჭერებს და თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილე ყველა პირს მოქალაქეობრივი ვალის მოხდისთვის მადლობა კიდევ ერთხელ გადაუხადა.

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით „თბილისი...

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით მადრიდში მიმდინარე წიგნის საერთაშორისო ფესტივალზე, იუნესკოს პროექტი „თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქი“, საკუთარი სტენდითაა წარმოდგენილი.

დავით ზალკალიანი სლოვენიელ კოლეგას შეხვდ...

საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი სლოვენიელ კოლეგას ანჟე ლოგარს შეხვდა. ინფორმაციას საგარეო უწყება ავრცელებს.

ნიკოლოზ ყიფშიძეს მიხეილ სააკაშვილთან საპ...

საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის პირად ექიმს ნიკოლოზ ყიფშიძეს საპატიმროში სააკაშვილთან შესვლის ნებართვა მისცეს. ინფორმაციას „მთავარი“ ავრცელებს.