მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ინფიცირებული ადამიანების რაოდენობა სტაბილურად მაღალ მაჩვენებელზეა“ - ივანე ჩხაიძე

ექიმი, იმუნიზაციის ტექნიკური მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელი Pia.ge
1636616784
COVID-19

იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელმა ივანე ჩხაიძემ „იმედის ეთერში“ ვაქცინაციის ტემპზე და ეპიდემიოლოგიურ სიტუაციაზე ისაუბრა. 

მისი თქმით, ბოლო დღეებში ვაქცინაციის ტემპი შედარებით გაზრდილია, თუმცა მცირედით. 

„სიტუაცია საქართველოში რჩება მძიმე. ინფიცირებული ადამიანების რაოდენობა სტაბილურად მაღალ მაჩვენებელზეა.  ყოველდღიურად 5-6 ათასი ინფიცირებული ძალიან მაღალი ციფრია ისეთი ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა. ინფიცირებული ადამიანების, მზარდი რაოდენობის მიუხედავად, საპირისპიროდ არ გვაქვს ვაქცინირებული ადამიანების რაოდენობის ზრდა. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საკოორდინაციო საბჭოს მიერ ორი დღის წინ მიღებული გადაწყვეტილებები, რაც შეიძლება სწრაფად განხორციელდეს და ზუსტად გაკონტროლდეს. აცრის პუნქტებში მომატებულია ასაკოვანთა მომართვიანობა“, - აცხადებს ივანე ჩხაიძე.

აგრეთვე წაიკითხეთ: 👇

👉 „პენსიონერები, რომლებიც აიცრებიან, 200-ლარიან დანამატს მიიღებენ“ - პრემიერი

👉 „ვაქცინაცია სავალდებულო არ გახდება და ამ გადაწყვეტილებას არ შევცვლი“ - პრემიერი

👉 მწვანე პასპორტები საქართველოში 1-ლი დეკემბრიდან ამოქმედდება

👉 „რეანიმაციაში მყოფი ყველა პაციენტი არავაქცინირებულია“ - ლევან გოფოძე

👉 „ქვეყანაში პარადოქსული სიტუაციაა, ინფიცირებულთა მატებას ვპასუხობთ ვაქცინირებული ადამიანების კლებით“ - ივანე ჩხაიძე

👉 კორონავირუსი, გაციება, ალერგია და გრიპი - განსხვავება დაავადებებს შორის