მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„პაქსლოვიდი“ ინფიცირებულებში ჰოსპიტალიზაციისა და სიკვდილიანობის მაჩვენებელს 90%-ით ამცირებს - „ფაიზერი“

კორონავირუსის საწინააღმდეგო აბები
1639489719
COVID-19

„საბოლოო ანალიზის შედეგების თანახმად, „ფაიზერის“ ექსპერიმენტული მედიკამენტი „პაქსლოვიდი“ კოვიდ 19-თან დაკავშირებული ჰოსპიტალიზაციისა და გარდაცვალების შემთხვევებს 90%-ით ამცირებს, - ამის შესახებ ინფორმაციას ამერიკული ფარმაცევტული კომპანია „ფაიზერი“ ავრცელებს. 

კომპანიის თქმით, პრეპარატი კორონავირუსის „ომიკრონი“ ვარიანტის წინააღმდეგ ეფექტიანობას ინარჩუნებს.

გასულ თვეში ამერიკელმა წამლის მწარმოებელმა თქვა, რომ პერორალური წამალი დაახლოებით 89%-ით ეფექტური იყო ჰოსპიტალიზაციის ან სიკვდილის თავიდან ასაცილებლად პლაცებოსთან შედარებით, დაახლოებით 1200 ადამიანის შუალედურ შედეგებზე დაყრდნობით.

კომპანიის ცნობით, კვლევაში მონაწილე  პირებს შორის არვინ გარდაცვლილა. პრეპარატის მიღება სახლის პირობებში მკურნალობის ადრეულ ეტაპზე შეიძლება, ჰოსპიტალიზაციისა და სიკვდილიანობის პრევენციის მიზნით.

Paxlovid-ის გამოყენება შეიძლება როგორც კორონავირუსის პროფილაქტიკისთვის, ასევე, მძიმედ მიმდინარე კოვიდინფიცირებულების სამკურნალოდ. 

„პრეპარატის მეშვეობით, მკვეთრად შევამცირებთ გადაცემას“ - აცხადებს „ფაიზერის“ მთავარი მეცნიერი მიქაელ დოლსტენი.

მისი თქმით, ის მალე ელოდება ავტორიზაციას მაღალი რისკის მქონე პირებში გამოყენებისთვის აშშ-ს სურსათისა და წამლების ადმინისტრაციისა და სხვა მარეგულირებელი სააგენტოებიდან.

აგრეთვე წაიკითხეთ: 

 ნიდერლანდებში COVID-19-ის წამალი შექმნეს

⚫ „ფაიზერმა Covid 19–ის პერორალური ანტივირუსული პრეპარატის დოზირების გამოცდა დაიწყო“ - ზაზა წერეთელი

ისრაელში შექმნილი კორონავირუსის საწინააღმდეგო პრეპარატის მიღების შემდეგ პაციენტები 5 დღეში გამოჯანმრთელდნენ

⚫ „ომიკრონი“ სავარაუდოდ, უკვე საქართველოშია“ - გიორგი ფხაკაძე

⚫ „დიდი ალბათობით, ქვეყანაში „ომიკრონის“ შტამი გვაქვს“ - აკაკი ზოიძე

⚫ „ომიკრონის“ შტამმა ჰოსპიტალიზაცია საფრანგეთში 41%-ით გაზარდა - ზაზა წერეთელი