მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ომიკრონის“ შტამმა ჰოსპიტალიზაცია საფრანგეთში 41%-ით გაზარდა - ზაზა წერეთელი

ნორვეგიის ჯანდაცვის მინისტრის მრჩეველი
1639051370
COVID-19

ნორვეგიის სამეფოს ჯანდაცვის სამინისტროს უფროსი მრჩეველი ზაზა წერეთელი სოციალურ ქსელში, კორონავირუსის ახალი ვარიანტის „ომიკრონის“ გავრცელების შესახებ წერს. 

მისი თქმით, საფრანგეთში „ომიკრონ“ ვარიანტით ინფიცირებულთა რიცხვი იზრდება. 

„საფრანგეთში „ომიკრონ“ ვარიანტი ვრცელდება. შემთხვევების მკვეთრი მატებაა, განსაკუთრებით 6-10 წლის ბავშვებში. ერთ კვირაში ჰოსპიტალიზაცია გაიზარდა 41%-ით (ყველა ასაკი), გადაუდებელი დახმარების განყოფილებაში 29%. ამავდროულად ვაქცინები მუშაობს და იცავს ჰოსპიტალიზაციისგან. ორჯერ აცრილებში 5-ჯერ უფრო ნაკლები ჰოსპიტალიზაცია, ბუსტერ დოზიანებში კი 97%-ით ნაკლები“, - წერს  ზაზა წერეთელი.

ახალი შტამის „ომიკრონის“ შესახებ ინფორმაცია პირველად 24 ნოემბერს გავრცელდა. მას შემდეგ ის დაახლოებით 12 ქვეყანაში დაფიქსირდა. ახალი შტამის გამო ევროპამ, აშშ-მა და სხვა ქვეყნებმა აფრიკის 7 სახელმწიფოსთან ავიამიმოსვლა შეწყვიტეს. 

აგრეთვე წაიკითხეთ: 👇

 „კორონავირუსის ახალ ვარიანტში ერთდროულად 32 ცვლილება დაფიქსირდა“ - ზაზა წერეთელი

როგორ შეუძლიათ მეცნიერებს განაახლონ ვაქცინები ომიკრონის წინააღმდეგ? - მიკრობიოლოგის განმარტება

 აცრა სავალდებულო უნდა იყოს მათთვისაც, ვინც კორონავირუსი გადაიტანა - ზაზა წერეთელი

 რა არის კორონავირუსის ახალი შტამის უმთავრესი სიმპტომი და რით განსხვავდება დელტა შტამისგან?

 „ბოლო ექვს თვეში სრულად ვაქცინირებული ადამიანები კორონავირუსის „ომიკრონი“ ვარიანტისგან დაცულნი არიან“ - ისრაელის ჯანდაცვის მინისტრი

 „კორონავირუსის ახალი ვარიანტი შეიძლება დომინანტი გახდეს“ - სუმია სვიმინათანი

⚫ „მუდმივად ვიმყოფებით გართულებული ეპიდსიტუაციის ფონზე, გარდაცვლილების რიცხვი ძალიან მაღალია“ - მაია ბუწაშვილი