მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„კოვიდის ახალი ვარიანტი გამოჩნდა“ - გიორგი ფხაკაძე

გიორგი ფხაკაძე
1646988660
COVID-19

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი გიორგი ფხაკაძე აცხადებს, რომ კორონავირუსის ახალმა შტამმა რამდენიმე ქვეყანას შეუტია. 

მისივე თქმით, ახალი ვარიანტი ძირითადად აუცრელებში ვრცელდება. 

„როგორც მოსალოდნელი იყო, კოვიდის ახალი ვარიანტი გამოჩნდა. ომიკრონის BA2.2-მა შტამმა შეუტია ჰონკონგს, ასევე, ის უკვე აღმოაჩინეს ავსტრალიაში, სინგაპურსა და ბრიტანეთში.

ეს ვარიანტი ძირითადად ვრცელდება არავაქცინირებულებში და არასრულად ვაქცინირებულებში (სრულად ვაქცინირებული არის 3-ჯერ ვაქცინირებული).

ეს ვარიანტი, სავარაუდოდ, ადასტურებს ჩინური ვაქცინების არაეფექტურობას.

სავარაუდოდ, ამ ვარიანტს ახასიათებს „დელტასნაირი“ სირთულეები“, - წერს გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში. 

აგრეთვე წაიკითხეთ:

🔊„მარტის დასაწყისში ყველაზე მძიმე ტალღა პანდემიის ისტორიაში, დასრულებული იქნება“ - ივანე ჩხაიძე

🔊 შესაძლებელია თუ არა 2-3 კვირაში „ომიკრონით“ ხელახლა ინფიცირება? - ბუწაშვილის განმარტება

🔊 „კვლევის შედეგები, რომელიც შეიძლება არ მოეწონოს საქართველოს ანტივაქსერულ უმრავლესობას“ - ზაზა წერეთელი ახალი კვლევის შედეგებზე წერს

🔊 „ვინც „სტელს-ომიკრონი“ გადაიტანა, ის „ომიკრონით“ არ დაინფიცირდება“ - თენგიზ ცერცვაძე

🔊 რამდენ ხანს ტოვებს „ომიკრონი“ იმუნიტეტს? - ცერცვაძის განმარტება