მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

რამდენ ხანს ტოვებს „ომიკრონი“ იმუნიტეტს? - ცერცვაძის განმარტება

ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორი თენგიზ ცერვცაძე Pia.ge
1645348508
COVID-19

ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის გენერალურმა დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ „პირველი არხის“ ეთერში „ომიკრონის“, იზოლაციისა და კარანტინის ვადების შემცირების შესახებ ისაუბრა. 

თენგიზ ცერცვაძის თქმით, შვიდი დღის მერე ინფიცირებული ადამიანი გადამდები არ არის.

„ჩვენ რომ არ გაგვეკეთებინა, მერე იტყოდნენ, აი, მთელმა მსოფლიომ გააკეთა და საქართველომ არ გააკეთაო. რა თქმა უნდა, ამ შემსუბუქებას თავისი პლუსებიც აქვს და მინუსებიც. „ომიკრონის“ მასობრივმა გავრცელებამ გამოიწვია ის, რომ ძალიან ბევრი სტრატეგიული მნიშვნელობის დაწესებულება თანამშრომლების გარეშე დარჩა.

მაგალითად, ექიმები, სამხედრო მუშაკები, ფინანსისტები და სხვა. ვფიქრობ, ეს შემსუბუქება გამართლებულია. მსუბუქ და უსიმპტომო შემთხვევებში, ძალიან დიდი ალბათობით, შვიდი დღის მერე ის გადამდები არ არის, მით უმეტეს, არის მკაცრი რეკომენდაცია შვიდი დღის მერე ხუთი დღე პირბადის ტარების“, - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის გენერალური დირექტორი ამბობს, რომ ზუსტად არავინ იცის რამდენ ხანს დატოვებს „ომიკრონი“ იმუნიტეტს. 

„კონკრეტულად „ომიკრონი“ რამდენ ხანს ტოვებს ადამიანში იმუნიტეტს, ზუსტად არავინ არ იცის. ისევე, როგორც ზუსტად არ იცოდნენ სხვა შტამებზე. თუ რეგულაციებით და შეზღუდვებით ვიხელმძღვანელებთ, ასე ჩათვალეს კომპეტენტურმა ორგანოებმა, რომ გადატანიდან 60 დღის განმავლობაში იმუნიტეტი, საიმედოა, ხოლო შემდგომ შეიძლება, არ იყოს ძლიერი და საიმედო. თუმცა, ვარაუდობენ, რომ იმუნიტეტი მაინც რჩება 6 თვის განმავლობაში, ხოლო ზოგიერთ პაციენტთან, შეიძლება უფრო მეტი დროითაც. მაგრამ, მაღალი დაძაბულობის იმუნიტეტი, რომელიც უფრო სარწმუნოდ იცავს პაციენტს, 60 დღე ითვლება.

აგრეთვე წაიკითხეთ:

🔊„მარტის დასაწყისში ყველაზე მძიმე ტალღა პანდემიის ისტორიაში, დასრულებული იქნება“ - ივანე ჩხაიძე

📢 „ვინც „სტელს-ომიკრონი“ გადაიტანა, ის „ომიკრონით“ არ დაინფიცირდება“ - თენგიზ ცერცვაძე

📢 „რაღაცით უნდა შევებრძოლოთ ამ ვირუსს, ცარიელი ხელებით და „აშმალახათი“ არაფერი შეიცვლება“ - დევი ტაბიძე

📢 რამდენ ხანშია შესაძლებელი „ომიკრონით“ მეორედ დაინფიცირდეთ? - ჩხაიძის განმარტება

📢 რა არის ძირითადი მიზეზი, როდესაც პისიარი ცდომილებას იძლევა? - გიორგი კავკასიძის განმარტება