მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

შესაძლებელია თუ არა 2-3 კვირაში „ომიკრონით“ ხელახლა ინფიცირება? - ბუწაშვილის განმარტება

მაია ბუწაშვილი ინფექციონისტი
1645386382
COVID-19

ინფექციონისტმა მაია ბუწაშვილმა Euronews Georgia-ს ეთერში „ომიკრონის“ შტამით რეინფიცირების რისკების შესახებ ისაუბრა.

მისი თქმით, ომიკრონით 3 კვირაში ხელახლა ინფიცირება არარეალურია. 

„3 კვირის ინტერვალში ხელახლა დაინფიცირება, ალბათ, არარეალურია. „ომიკრონის“ შემთხვევაში ჯერ ზუსტად არ ვიცით იმუნიტეტი რამდენ ხანს გრძელდება, თუმცა 3 კვირა ნამდვილად არარეალურია. გაუგებრობას იწვევს ისიც, რომ ახლა რესპირაციული ვირუსების სეზონია. ზოგჯერ შეიძლება, სხვა რომელიმე ვირუსი დაემართოს ადამიანს ხელახლა ორ-სამ კვირაში და პისიარი რჩებოდეს ისევ დადებითი.

თუ ვირუსების გენეტიკური ანალიზი არ ჩატარდა, რასაც ლუგარის ცენტრი აკეთებს, დაბეჯითებით თქმა, რომ ეს ხელახლა „ომიკრონით“ ინფიცირებაა, შეუძლებელია. ​ზუსტად რამდენ ხანს გრძელდება იმუნიტეტი, ჯერ ჩვენ არ ვიცით“, - აცხადებს მაია ბუწაშვილი.

ბუწაშვილის თქმით, გავრცელებულ მოსაზრებას, რომ „ომიკრონი“ პანდემიას დაასრულებს, არსებობის  უფლება აქვს. 

„ვერსიას, ვირუსი დასუსტდა და პანდემია დასასრულისკენ მიდის, აქვს არსებობის უფლება და  საიმედო ვერსიაა. შეიქმნება პოპულაციური იმუნიტეტი ბოლოს და ბოლოს, რადგან ვხედავთ რამდენი ადამიანი ინფიცირდება. ბოლომდე ამაზე დაყრდნობა, რომ ეს აუცილებლად პანდემიის დასასრული იქნება, ძნელია, იმიტომ, რომ რეალურად არსებობს ახალი შტამის მოვლენის რისკი. თუ ასე არ მოხდა, მაშინ ნამდვილად 2022 წელი იქნება პანდემიის დასასრული“, - აღნიშნავს ინფექციონისტი.

აგრეთვე წაიკითხეთ:

🔊„მარტის დასაწყისში ყველაზე მძიმე ტალღა პანდემიის ისტორიაში, დასრულებული იქნება“ - ივანე ჩხაიძე

🔊 „კვლევის შედეგები, რომელიც შეიძლება არ მოეწონოს საქართველოს ანტივაქსერულ უმრავლესობას“ - ზაზა წერეთელი ახალი კვლევის შედეგებზე წერს

🔊 „ვინც „სტელს-ომიკრონი“ გადაიტანა, ის „ომიკრონით“ არ დაინფიცირდება“ - თენგიზ ცერცვაძე

🔊 რამდენ ხანს ტოვებს „ომიკრონი“ იმუნიტეტს? - ცერცვაძის განმარტება

🔊 „პაციენტებს, რომლებიც ჰოსპიტალიზებული არიან მძიმე COVID 19-ით და აღენიშნებათ ტროპონინის პროტეინის მომატებული დონე, გულის დაზიანება აქვთ“ - ზაზა წერეთელი

🔊 რამდენ ხანშია შესაძლებელი „ომიკრონით“ მეორედ დაინფიცირდეთ? - ჩხაიძის განმარტება

🔊 რა არის ძირითადი მიზეზი, როდესაც პისიარი ცდომილებას იძლევა? - გიორგი კავკასიძის განმარტება