მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ყველა იმ ადამიანზე არ არის, ვინც დღეს დარეკავს და იტყვის, ინფიცირებული ვარ და დამარეგისტრირეთო“ - გამყრელიძე მწვანე პასპორტზე

დაავადებათა ეროვნული ცენტრის დირექტორი
1643117772
COVID-19

„მწვანე პასპორტების საკითხზე ჩემი განცხადება სწორად არ იყო აღქმული“, - ასე გამოეხმაურა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე მწვანე სტატუსის მიღებასთან დაკავშირებით საზოგადოებაში გაჟღერებულ მოსაზრებებს. 

გამყრელიძემ „იმედის“ ეთერში აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით განმარტება გააკეთა. 

„ჩემი განცხადება სწორედ არ იქნა აღქმული. სამწუხაროდ, შეიძლება ეს ჩემი ბრალიც იყო, რომ სრულად არ განვმარტე კითხვასთან დაკავშირებით. ვთქვი, რომ ვეყრდნობით იმ ნორმატიულ აქტს, რომელიც გამოცემულია 11 იანვარს.

ბევრი მომართვა გვქონდა, როდესაც ადამიანებს ჰქონდათ კოვიდის სიმპტომები, ისინი აღრიცხვაზე იყვნენ 112-ში, ონლაინკლინიკებში, მაგრამ არ ჰქონდათ ტესტი ჩატარებული ან მათი ტესტის პასუხი არ იძებნებოდა პორტალზე ანუ ბაზაში. 

ამ ადამიანებისთვის და მსგავსი შემთხვევებისთვის ბრძანება გამოიცა, რომ 1-ელ დეკემბრამდე ადამიანები, ვისაც ასეთი პირობები და მოცემულობა ჰქონდათ, თუ ისინი იყვნენ აღრიცხული და ოჯახის ექიმი მათ კურირებდა, აი, ამ ცნობების საფუძველზე ისინი აღინუსხებიან პორტალზე და მოხვდებიან მწვანე პასპორტების ბაზაში. ანუ ეს არ არის ყველა იმ ადამიანზე, ვინც დღეს დარეკავს და იტყვის, ინფიცირებული ვარ და დამარეგისტრირეთო“, - განაცხადა გამყრელიძემ. 

აგრეთვე წაიკითხეთ:

⭕ მწვანე სტატუსს ის პირებიც მიიღებენ, ვისაც კოვიდი ტესტით არ დაუდასტურდათ, მაგრამ ოჯახის ექიმი მეთვალყურეობდა

⭕ „ახლა ჟანგბადის ბალონები კი არა, სიცხის დამწევსაც კი აღარ სვამენ - გიორგი ღოღობერიძე ომიკრონზე

⭕ „ომიკრონი“ ადამიანის კანსა და პოლიეთილენის ზედაპირზე ბევრად მეტხანს ცოცხლობს, ვიდრე ადრინდელი კოვიდის ვარიანტი - კვლევა

⭕ რომელი სეგმენტია ყველაზე კარგად დაცული კორონავირუსისგან? - ბუწაშვილის განმარტება

⭕ „სტელს-ომიკრონი“ შესაძლოა, სწრაფად გავრცელდეს - ბრიტანეთის ჯანდაცვის ორგანოები

⭕ „აუცრელი მოსახლეობა ნიშნავს იმას, რომ ყოველთვის არის შანსი გაჩნდეს ახალი შტამი“ - ზაზა წერეთელი