მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ომიკრონის“ სიმპტომები, რომლებიც ძილში ვლინდება – ბრიტანელი ინფექციონისტი

მძინარე ქალი
1639987460
COVID-19

„ყელის ტკივილი, კუნთების ტკივილი, დაღლილობა, მშრალი ხველა და ძლიერი ოფლიანობა - ეს ის სიმპტომებია, რაც, ექიმების ინფორმაციით, „ომიკრონით“ ინფიცირებულ ადამიანს ძილში აღენიშნება. ინფორმაციას mirror.co.uk იუწყება. 

როგორც ინფექციონისტი ამირ ჰანი აცხადებს, სიმპტომები უფრო მარტივი აქვთ ვაქცინირებულ პირებს.

„ძალზე მნიშვნელოვანია ამ სიმპტომების გაკონტროლება, რადგანაც თუ ჩვენ „ომიკრონზე“ დაკვირვებას ვაწარმოებთ, ამ სიმპტომების მქონე ადამიანების ტესტირება უნდა მოხდეს“, - აცხადებს ამირ ჰანი.

სხვა შტამების მსგავსად „ომიკრონის“ შემთხვევაშიც პაციენტებს გემოს და სუნის დაკარგვა, მუდმივი ხველა და მაღალი სიცხე აღენიშნებათ.

მისივე თქმით, „ომიკრონის“ სიმპტომები უფრო მსუბუქია ვაქცინირებულ ადამიანებში.

ბოლო დღეებში „ომიკრონი“ სწრაფად ვრცელდება დიდ ბრიტანეთში. ამჟამად ამ შტამით ქვეყანაში 25 ათასი ადამიანია ინფიცირებული. ახალი შტამი თავდაპირველად სამხრეთ აფრიკაში, მიმდინარე წლის ნოემბერში აღმოაჩინეს. 

იხილეთ აგრეთვე:

🔴  „სინოფარმის“ ბუსტერი „ომიკრონის“ წინააღმდეგ სუსტია“ - ჩინელი მეცნიერები

🔴  „ომიკრონის“ სწრაფი გავრცელებიდან გამომდინარე, შესაძლოა გარკვეული პრობლემები შეგვექმნას“ - ეპიდემიოლოგები

🔴  „სპუტნიკის“ ვაქცინით აცრა შეუზღუდავი რაოდენობის დოზით შეიძლება