მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ომიკრონის“ სწრაფი გავრცელებიდან გამომდინარე, შესაძლოა გარკვეული პრობლემები შეგვექმნას“ - ეპიდემიოლოგები

ეპიდემიოლოგები
1639980589
COVID-19

რესპუბლიკური საავადმყოფოს კლინიკურმა დირექტორმა დევი ტაბიძემ და ეპიდემიოლოგმა პროფესორმა მაკა ბულეიშვილმა „რუსთავი 2“-ის ეთერში, არსებულ ეპიდემიოლოგიურ სიტუაციაზე ისაუბრეს და აღნიშნეს, რომ მდგომარეობა საყურადღებო და მძიმეა. 

ეპიდემიოლოგები მოსახლეობას  იმუნიზაციის პროცესში აქტიურად ჩართვისა და რეგულაციების დაცვისკენ მოუწოდებენ.

„მდგომარეობა არანაირად არ გვაძლევს დამშვიდების საშუალებას. ისე გადავალთ მე-5 ტალღიდან მე-6 ტალღაში, რომ ამას ვერც შევიტყობთ, ისე სწრაფად იქნება ამის გავრცელება. ბუსტერი, რომელიც არსებობს, ეს არის ერთადერთი დაცვის საშუალება“, - განაცხადა  დევი ტაბიძემ.

ეპიდემიოლოგი მაკა ბულეიშვილი ამბობს, რომ „ომიკრონმა“ შესაძლოა, გარკვეული პრობლემები შეგვიქმნას. 

„დაინფიცირებულთა რიცხვის კლება ჯერჯერობით არ შეინიშნება. თუ არ იქნება დაცული რეკომენდაციები, თუ არ იქნება მომატებული და კიდევ უფრო მეტი პროცენტული მაჩვენებელი პირბადის ტარების და თუ ვაქცინაციის პროცესი არ იქნება კიდევ უფრო მზარდი, ასეთ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, „ომიკრონის“ სწრაფი გავრცელებიდან გამომდინარე, შესაძლოა, გარკვეული პრობლემები შეგვექმნას და დაინფიცირებულთა რიცხვის მატება შეინიშნებოდეს“, - აცხადებს პროფესორი მაკა ბულეიშვილი.

აგრეთვე წაიკითხეთ:

 2024 წლისთვის კორონავირუსი მსოფლიოს მასშტაბით „ენდემური“ გახდება - „ფაიზერი“

„ომიკრონის“ შემთხვევები იმ პირებს შორისაც ვიხილეთ, ვინც ვაქცინირებულია და მესამე დოზა მიიღო - CDC-ის დირექტორი

 დაასრულებს თუ არა ომიკრონი პანდემიას? - ნანა გეგეჭკორის განმარტება

„უამრავი ადამიანი ერთად გახდება ავად, საავადმყოფოებზე დაწოლა მოიმატებს“ - პაატა იმნაძე

 „საქართველომ უნდა მიიღოს შეზღუდვები, დააწესოს აკრძალვები“ - ზაზა წერეთელი