მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„პანდემია არ დამთავრებულა, კოდივი დამარცხებული არაა, მეცნიერული ფაქტები ჯიუტია“ - გიორგი ფხაკაძე

„რა დროს მიტინგებია! გაქანებული ეპიდემიაა, ვირუსი მძვინვარებს“„რა დროს მიტინგებია! გაქანებული ეპიდემიაა, ვირუსი მძვინვარებს“
1649677400
COVID-19

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი გიორგი ფხაკაძე აცხადებს, რომ კორონავირუსის პანდემია მსოფლიოში დამარცხებული ჯერ კიდევ არ არის. 

მისივე თქმით, ვირუსისგან თავდასაცავად „ფაიზერის“ ან „მოდენას“ ვაქცინებით აცრაა საჭირო. 

„ისრაელის კვლევამ დაადასტურა, რომ „ფაიზერის“ ან „მოდერნას“ (არავითარი ჩინური ვითომვაქცინა) მე-4 დოზა არის საკმაოდ ეფექტური, განსაკუთრებით 60 წელს გადაცილებულ მოსახლეობაში 

მეცნიერული ფაქტები ჯიუტია. საქართველოში მე მგონი, ერთადერთიღა დავრჩი, ვინც ამ საკითხზე საერთოდ საუბრობს. რატომ?! არარეიტინგული თემაა. გადახედეთ თქვენ თვითონ, ვინ რას ამბობს ამ დღეებში და თავად დაადგინეთ, ვინ არის რეიტინგების მონა. განსაკუთრებით პოპულარულია: „პანდემია დამთავრდა”, „კოვიდი დავამარცხეთ”, „ყველაფერი მორჩა”. კარგით რა…

პანდემია არ დამთავრდა, კოვიდი დამარცხებული არ არის, არაფერი არ მორჩა.  

აიცერით „ფაიზერის“ ან „მოდერნას“ ვაქცინით არსებული პროტოკოლის მიხედვით და შეხვდით ივნის-ივლისს შეიარაღებულები“, - წერს გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში. 

ამავე თემაზე:

🔴 „ჩვენი ომი საქართველოში - ეს არის რუსეთი და კოვიდი“ - გიორგი ფხაკაძე

🔴 პირბადის გაუქმება, „პაქსლოვიდის“ მიღება - კორონავირუსთან დაკავშირებით მიღებული ახალი გადაწყვეტილებები სრულად

🔴 პირბადის ტარების ვალდებულება ღია სივრცეებში უქმდება

🔴 PCR ტესტის გარეშე სამშობლოში დაბრუნებული მოქალაქეებისთვის თვითიზოლაციის ვალდებულება უქმდება

🔴 „პანდემია დასასრულს უახლოვდება“ - ზურაბ აზარაშვილი

🔴 საქართველოში კოვიდის სამკურნალო პრეპარატი „პაქსლოვიდი“ შემოდის

🔴 დისტანციურ სამუშაო გრაფიკზე მყოფი თანამშრომლები თავიანთ სამუშაო ადგილებს დაუბრუნდებიან - გიორგი ღიბრაძე