მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ფაიზერის“ ახალი კოვიდ აბი ისეთი ძლიერი არ აღმოჩნდა, როგორც ყველა ელოდებოდა“ - გიორგი ფხაკაძე

ფაიზერის კოვიდ აბი
1639504423
COVID-19

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში „ფაიზერის“ მიერ წარმოებული კორონავირუსის საწინააღმდეგო აბის ეფექტიანობაზე წერს. 

მისი თქმით, კვლევამ, რომელიც ჯერ კიდევ „ომიკრონის“ შტამის გამოჩენამდე ჩატარდა, აჩვენა, რომ აღნიშნული პრეპარატი ჰოსპიტალიზაციისგან 70%-ით იცავს.

„ფაიზერის“ ახალი კოვიდ აბი საინტერესოა, მაგრამ არ აღმოჩნდა ისეთი ძლიერი, როგორც ყველა ელოდებოდა. მოლოდინი იყო 90% ეფექტური დაცვა პაციენტების… თავად „ფაიზერის“ მიერ ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ მისი აბი მხოლოდ ამცირებს ჰოსპიტალიზაციას (საავადმყოფოში დაწოლას მძიმე სიმპტომებით) დაახლოებით 70%-ით (კვლევა „ომიკრონამდე“ იყო ჩატარებული). სავარაუდოდ ეს 70%-იც დაიცავს…

ნუ ელოდებით „მაგიურ” წამალს ან „უკვდავების ელექსირს”, გამოიყენეთ სამედიცინო პირბადე. ჯანმრთელობას გისურვებთ“, - წერს გიორგი ფხაკაძე.

აგრეთვე წაიკითხეთ: 

 ნიდერლანდებში COVID-19-ის წამალი შექმნეს

⚫ „ფაიზერმა Covid 19–ის პერორალური ანტივირუსული პრეპარატის დოზირების გამოცდა დაიწყო“ - ზაზა წერეთელი

⚫ ისრაელში შექმნილი კორონავირუსის საწინააღმდეგო პრეპარატის მიღების შემდეგ პაციენტები 5 დღეში გამოჯანმრთელდნენ

⚫ „ომიკრონი“ სავარაუდოდ, უკვე საქართველოშია“ - გიორგი ფხაკაძე

⚫ „დიდი ალბათობით, ქვეყანაში „ომიკრონის“ შტამი გვაქვს“ - აკაკი ზოიძე

⚫ „ომიკრონის“ შტამმა ჰოსპიტალიზაცია საფრანგეთში 41%-ით გაზარდა - ზაზა წერეთელი