მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

პირბადეები ადამიანებს უფრო მიმზიდველებს ხდიან - მეცნიერები

ქალი პირბადით Pia.ge
1642150324
COVID-19

კორონავირუსის პანდემიის დაწყებიდან პირბადეები ჩვენი ცხოვრების განუყოფელი ატრიბუტი გახდა. ბრიტანელმა მეცნიერებმა დაადგინეს, რომ პირბადეებში ადამიანები უფრო მიმზიდველებად გამოიყურებიან. ამის შესახებ theguardian.com იუწყება. 

კარდიფის უნივერსიტეტის მეცნიერებმა დაადგინეს, რომ კაცებიც და ქალებიც უკეთესად გამოიყურებოდნენ, როდესაც პირბადე მათ სახის ქვედა ნაწილს ფარავდა. განსაკუთრებით მიმზიდველები ის ადამიანები არიან, ვისაც სამედიცინო პირბადე უკეთიათ.

„კვლევებმა აჩვენა, რომ სახე განსაკუთრებით მიმზიდველია, თუ ის სამედიცინო პირბადით არის დაფარული. ეს იმით აიხსნება, რომ როდესაც სამედიცინო პირბადეს ვხედავთ, თავს უფრო დაცულად მივიჩნევთ“, - ამბობს კარდიფის უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის სკოლის ექსპერტი მაიკლ ლუისი.

მისივე თქმით, პანდემიამდე ჩატარებული კვლევები რადიკალურად განსხვავებული იყო. მაშინ პირბადე მიმზიდველობას ამცირებდა, რადგანაც დაავადებასთან იყო ასოცირებული, თუმცა, მას შემდეგ ადამიანების მიერ პირბადის აღქმა შეიცვალა.

კვლევის პირველი ნაწილი გასულ წელს ჩატარდა.

„შედეგი ეწინააღმდეგება პანდემიის წინ ჩატარებულ კვლევებს, როდესაც პირბადის დანახვის შემდეგ ჩვენ დაავადებაზე ვფიქრობდით და ასეთ ადამიანს გვერდს ვუვლიდით. პანდემიამ ჩვენი ფსიქოლოგია შეცვალა. ახლა ჩვენ აღარ ვფიქრობთ პირბადიან ადამიანზე ასე - მას ხომ ინფექცია აქვს, შორს უნდა დავიჭიროთ თავი“, - ამბობს ლუისი.

ლუისს მიაჩნია, რომ პირბადე ადამიანებს უფრო მიმზიდველებს იმიტომაც ხდის, რომ ძირითადი ყურადღება თვალებზე გადადის.

„ადამიანის ტვინი სახის იმ ნაწილს, რომელიც არ ჩანს, საკუთარი ფანტაზიის მიხედვით ავსებს. იგივე ხდება, თუ ადამიანს სახის მარცხენა ან მარჯვენა ნახევარს დავუფარავთ“, - ამბობს ექსპერტი.

კვლევები თავდაპირველად ჟურნალ Cognitive Research: Principles and Implications-ში გამოქვეყნდა. ამის შემდეგ ის რამდენჯერმე გადამოწმდა, მაგრამ შედეგი პრაქტიკულად იგივე იყო. 

აგრეთვე წაიკითხეთ: 

📢 ექიმები ასახელებენ პირველ სიმპტომებს, რომლებიც ომიკრონის დროს ფიქსირდება

📢 ომიკრონის სიმპტომები - როგორ ვლინდება კორონავირუსის ახალი ვარიანტი

📢 ომიკრონი - შტამი-ცუნამი თუ მარტივი დაავადება?

📢 დელტაკრონი - ახალი შტამი თუ ლაბორატორიული შეცდომა?