მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

პოლონელმა მეცნიერებმა აღმოაჩინეს გენი, რომელიც კორონავირუსის გართულების რისკს აორმაგებს

გენი
1642142577
COVID-19

პოლონელმა მეცნიერებმა აღმოაჩინეს გენი, რომელიც, COVID 19-ით მძიმედ დაავადების რისკს აორმაგებს. ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს. 

მეცნიერების განმარტებით, ეს არის აღმოჩენა, რომელიც მათი იმედით, ექიმებს ამ დაავადების ყველაზე მაღალი რისკის ქვეშ მყოფი ადამიანების იდენტიფიცირებაში დაეხმარება.

იმის გამო, რომ ვაქცინაციის შესახებ ყოყმანი ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში კორონავირუსით სიკვდილიანობის მთავარი ფაქტორია, მკვლევარები იმედოვნებენ, რომ ყველაზე დიდი რისკის ქვეშ მყოფთა იდენტიფიცირება მათ წაახალისებს, რომ აიცრან. 

„წელიწად-ნახევარზე მეტი ხნის მუშაობის შემდეგ შესაძლებელი გახდა გენის იდენტიფიცირება, რომელიც პასუხისმგებელია სერიოზულად დაავადებისადმი (კორონავირუსით) მიდრეკილებაზე. ეს ნიშნავს, რომ მომავალში ჩვენ შევძლებთ, ამოვიცნოთ ადამიანები, რომლებსაც აქვთ საფრთხე კორონავირუსით მძიმედ დაავადდნენ“, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა ადამ ნიჯელსკიმ.

ბიალისტოკის სამედიცინო უნივერსიტეტის მკვლევარებმა დაადგინეს, რომ გენი მეოთხე ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორია, წონისა და სქესის შემდეგ, რომელიც განსაზღვრავს, რამდენად სერიოზულად წავა ადამიანის ორგანიზმში COVID-19.

ამავე თემაზე:

📢 რატომ არის საგანგაშო კორონავირუსი ჭარბწონიანებისთვის? - ექსპერტების განმარტება

📢 „ომიკრონით ძალით ინფიცირების მოსაზრება ბოლო დროს ძალზე მოდურია“ - ამერიკელი ექსპერტი

📢 ექიმები ასახელებენ პირველ სიმპტომებს, რომლებიც ომიკრონის დროს ფიქსირდება

📢 რატომ არის „ომიკრონი“ საშიში, თუ ის დელტაზე სუსტია? - მეცნიერების განმარტება

📢 კანაფის ნაერთებმა ადამიანის უჯრედების კორონავირუსით დაინფიცირებას ხელი შეუშალა - კვლევა