მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

საქართველოში კოვიდის მორიგი აფეთქება დაიწყო, პირველი დარტყმა სწორედ ბავშვებზე მოდის - გიორგი ფხაკაძე

ჯანდაცვის საკითხებში გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველი გიორგი ფხაკაძე Pia.ge
1654332258
COVID-19

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი გიორგი ფხაკაძე აცხადებს, რომ კოვიდ 19 ბავშვებში გაცილებით უფრო საშიშია, ვიდრე სეზონური გრიპი.

ფხაკაძის თქმით, საქართველოში კოვიდის მორიგი აფეთქება დაიწყო და პირველი დარტყმა სწორედ ბავშვებზე მოდის.

„კოვიდი ბავშვებში გაცილებით უფრო საშიშია, ვიდრე „სეზონური გრიპი“. შეიგნეთ ეს ბოლოს და ბოლოს! 

კოვიდი ბავშვებში რომ უფრო საშიშია, მე ამაზე ბოლო 2 წელია, ვსაუბრობ და ახლა უკვე კონკრეტული საჯარო სტატიებიც ხელმისაწვდომია, წაიკითხეთ, თუ ამის დრო გაქვთ. ვხედავ, რომ ქართული საზოგადოება ძალიან დაკავებულია და მარტო სტატიის სათაურებით და ფოტოთი აფასებთ და კომენტარს აკეთებთ ყველაფერზე. ამ ტექსტსაც, სავარაუდოდ, 90% არც კი წაიკითხავს… 

შეგახსენებთ, პირველი კვლევა ინდოეთიდან წამოვიდა, როცა სკოლის მოსწავლეებში კოვიდაფეთქება დაფიქსირდა და მათ „გაავრცელეს” ვირუსი თავის სანათესავოში. პირველი ტალღის დროს ეგონათ, რომ ბავშვებს კოვიდი არ ემართებათ. ეს იყო შეცდომა… რა ვიცი, ჭკვიანი/სწავლული ხალხი სხვის შეცდომებზე სწავლობს… 

როგორც არაერთხელ გაფრთხილებდით, საქართველოში კოვიდის მორიგი აფეთქება დაიწყო, „2022 წლის ივნის/ივლისის მორიგი კოვიდტალღა” და პირველი დარტყმა სწორედ ბავშვებზე მოდის, შეფუთული „სეზონური გრიპის სახელით”  ჩემებურად კი “სეზონური კოვიდი”.

საქართველოში არ არის „სეზონური გრიპის” აფეთქება, საქართველოში დაიწყო კოვიდის მორიგი ტალღის აფეთქება და ბავშვები არიან ყველაზე დაუცველები…

მარტო ამერიკაში, ერთ წელიწადში 6-ჯერ უფრო ბევრი ბავშვი გარდაიცვალა კოვიდით, ვიდრე სეზონური გრიპით… კიდევ რა არგუმენტი გინდათ  უი, ხო, „ამდენი ნეგატივით დავიღალეთ”, მე კი ამდენი იდიოტის (ბოდიში, მეტი რბილი სიტყვა ვერ მოვძებნე) კომენტარების მოსმენით დავიღალე.

არ გინდათ ვაქცინაცია?! პირბადე მაინც გამოიყენეთ, დიახ, ფხაკაძის საბავშვო პირბადე,“ - წერს გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში. 

ამავე თემაზე: 

➖  „ფაიზერის“ მე-4 დოზა უნდა დაიშვას, კოვიდის საფრთხე არსად წასულა“ - გიორგი ფხაკაძე

➖  „პანდემია არ დამთავრებულა, კოდივი დამარცხებული არაა, მეცნიერული ფაქტები ჯიუტია“ - გიორგი ფხაკაძე