მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

შემოდგომაზე შესაძლოა, კორონავირუსის ახალი შტამი გამოჩნდეს და არავინ იცის როგორი თვისებები ექნება - ზაზა წერეთელი

ნორვეგიის ჯანდაცვის მინისტრის მრჩეველი
1657280252
COVID-19

ნორვეგიის სამეფოს ჯანდაცვის სამინისტროს უფროსი მრჩეველი ზაზა წერეთელი ომიკრონის ქვეშტამის BA.5, BA.1-ის გავრცელების შესახებ საუბრობს და ამბობს, რომ საქართველოში კიდევ უფრო მეტად არის ინფიცირების შემთხვევების მატება მოსალოდნელი, რადგან ზაფხულის პერიოდი დგას. 

სპეციალისტმა „ევრონიუსჯორჯიას“ ეთერში საუბრისას აღნიშნა, რომ ახალი ტიპის შტამი ძალიან სწრაფად ვრცელდება და გვერდს უვლის უკვე ჩამოყალიბებულ იმუნიტეტს. 

„ბოლო 2 კვირის განმავლობაში მთელ მსოფლიოში და მათ შორის ევროპაშიც ძალიან გაიზარდა ინფიცირების შემთხვევების რაოდენობა. მაგალითად, გერმანიაში, საფრანგეთში, ესტონეთსა და ესპანეთში დაახლოებით 60%-ით გაიზარდა შემთხვევების რაოდენობა. 

ახალი ტიპის შტამი ძალიან სწრაფად ვრცელდება და სამწუხაროდ გააჩნია უნარი გვერდი აუაროს ჩამოყალიბებულ იმუნიტეტს, შესაბამისად ეს ტალღა მოდის მთელ ევროპაში და შეუძლებელია შემთხვევების რაოდენობამ არ მოიმატოს, მათ შორის საქართველოში. 

ეპიდვითარება ყველგან გაუარესდა და შემთხვევების რაოდენობა გაიზარდა, აქ ერთი მომენტია, ქვეყნებში სადაც შემთხვევების რაოდენობა გაიზარდა, ჯერჯერობით მაინც არ ფიქსირდება ჰოსპიტალიზაციის რაოდენობა, სიკვდილიანობა და მძიმე შემთხვევები ძალიან დაბალია. 

ამ შემთხვევაში საქმე გვაქვს შემთხვევების რაოდენობის მკვეთრ ზრდასთან, რაც იწვევს დიდ ზეწოლას ჯანდაცვის სისტემაზე. ასევე არის მეორე მომენტი, შემთხვევების რაოდენობის ზრდა იწვევს, ასევე, იმ ადამიანების რაოდენობის გაზრდას, რომელსაც ხანგრძლივი კოვიდი აქვს და ეს სიტუაციას ართულებს“, - აცხადებს ზაზა წერეთელი. 

რაც შეეხება საქართველოს, ამას კიდევ ერთი მომენტი ემატება, ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ, რომ ევროპულ ქვეყნებში ორი დოზა აქვს გაკეთებული 90%-ზე მეტს და ბუსტერ დოზა აქვს გაკეთებული დაახლოებით 70%-ზე მეტს. შესაბამისად, მათი იმუნური სისტემა კიდევ უფრო გაძლიერებულია, რაც საქართველოსთან მიმართებით არ გვაქვს, იმიტომ რომ ვაქცინაციის ძალიან დაბალი მოცვა გვაქვს, რაც შეიძლება იმის ფაქტორი იყოს, რომ სწრაფად გავრცელდეს ომიკრონის შტამი საქართველოში“, - აღნიშნა ზაზა წერეთელმა. 

ჟურნალისტის კითხვაზე, დაიცავს თუ არა ბუსტერის დოზა საქართველოს მოსახლეობას? სპეციალისტი ამბობს, რომ საჭიროა ბუსტერ დოზის მეოთხე დოზის გაკეთება. 

„ყველა კვლევამ აჩვენა, რომ ბუსტერის მესამე დოზა აუცილებელია ომიკრონის შემთხვევაში. სწორედ ბუსტერის მესამე დოზის შემთხვევაში არ მიმდინარეობს დაავადება მძიმედ, მაგრამ კვლევებმა აჩვენა, რომ გარკვეული ხნის შემდეგ ანტისხეულების რაოდენობა ადამიანის ორგანიზში იკლებს, განსაკუთრებით ეს ასაკობრივ ადამიანებს ეხება. ამიტომ, ყველა ქვეყანამ გამოაცხადა მეოთხე ბუსტერ დოზის გაკეთება 60 წელს ზემოთ გადაცილებული ადამიანებისთვის, ასევე, მათთვის, ვინც რისკჯგუფებში შედის. 

ძალიან ეშინიათ, რომ ოქტომბერ-ნოემბერში შეიძლება გამოჩნდეს ახალი შტამი და არავინ იცის როგორი თვისებები ექნება. შესაბამისად, ყველას უნდა, რომ ზამთრის პერიოდისათვის მომზადებული იყოს და როგორც ჩანს ბუსტერ დოზის მეოთხე დოზა არის აუცილებელი. „ფაიზერი“ და „მოდერნაც“ მუშაობენ ახალი ტიპის ვაქცინაზე, რომელიც შეიცავს ომიკრონის B1 ქვეშტამის ნაწილებსაც, შესაბამისად ეს გაუმჯობესებული ვაქცინა, რომლის გამოყენება ოქტომბრიდან უნდა დაიწყოს, კიდევ უფრო გააძლიერებს იმუნიტეტს და როგორც ვარაუდობენ, ხელს შეუწყობს დავიცვათ ჩვენი მოქალაქეები ომიკრონის მრავალი ქვეშტამისგან“, - დასძინა ზაზა წერეთელმა. 

ასევე დაგაინტერესებთ:

👉 „რეკომენდაციას ვიძლევი, დახურულ შენობებში ატაროთ პირბადე“ - ამირან გამყრელიძე

👉 ივანე ჩხაიძე განმარტავს, ომიკრონის შემთხვევაში კონტაქტიდან რამდენ წუთში შეიძლება დაინფიცირდეს ადამიანი