საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 30 სექტემბრის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გამყარდა და 2.7252 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.7088 ლარი იყო.
გამყარდა ევრო, რომლის კურსი 3.1999 ლარი გახდა. დღეს მოქმედი კურსი 3.1739 ლარს შეადგენს.
თურქული ლირა გამყარდა, რომლის ღირებულება 0.0655 ლარს შეადგენს.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი 1-ელ ოქტომბერს შევა ძალაში.