EBRD-ს შემდეგ საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზის აზიის განვითარების ბანკის (ADB) ზრდის. ბანკმა ქვეყნის 2025 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 6%-დან 7%-მდე გაზარდა. პროგნოზის გადახედვა განპირობებულია 2025 წლის პირველი ნახევრის მაღალი მაჩვენებლებით არის განპირობებული, რაც შიდა მოხმარების ზრდას უკავშირდება, - წერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში.
მისივე თქმით, ADB-ის ცნობით, 2025 წლის პირველ ნახევარში საქართველომ ძლიერი ზრდა დააფიქსირა, რაც განპირობებული იყო მომსახურების, მრეწველობისა და მშენებლობის მნიშვნელოვანი გაფართოებით.
„საქართველოს მნიშვნელოვან ეკონომიკურ პროგრესს უმსხვილესი საფინანსო ინსტიტუტები (EBRD, ADB) ერთსულოვნად ადასტურებენ, ხელისუფლების დადანაშაულება რაღაც მანიპულაციებში მომდინარეობს იმ ნაცსპიკერებისგან, რომელთა ე.წ. ექსპერტული „მოღვაწეობაა“ მანიპულაციური. რომელი უსამშობლო „ფუყე თავთავი“ რას იტყვის ნეგატიურად საქართველოზე, გაუფასურებულია, ნეიტრალური საერთაშორისო ანალიტიკოსების დასკვნები და არგუმენტები კი მნიშვნელოვანია უცხოური ინვესტიციების მეტი მოზიდვისთვისაც. EBRD-ს შემდეგ საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზის აზიის განვითარების ბანკის (ADB) ზრდის. ბანკმა ქვეყნის 2025 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 6%-დან 7%-მდე გაზარდა. პროგნოზის გადახედვა განპირობებულია 2025 წლის პირველი ნახევრის მაღალი მაჩვენებლებით არის განპირობებული, რაც შიდა მოხმარების ზრდას უკავშირდება. ADB-ის ცნობით, 2025 წლის პირველ ნახევარში საქართველომ ძლიერი ზრდა დააფიქსირა, რაც განპირობებული იყო მომსახურების, მრეწველობისა და მშენებლობის მნიშვნელოვანი გაფართოებით. ADB-ს პროგნოზით, 2025 წელს საქართველოში ინფლაცია 4%-ის დონეზე იქნება, რაც აპრილში გამოქვეყნებულ პროგნოზთან შედარებით შეცვლილი არ არის. რაც შეეხება რეგიონის მაჩვენებლებს - ADB-ის პროგნოზი შემდეგია: სომხეთის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 2025 წელს უცვლელი რჩება და ის ADB-მა 5%-ის დონეზე განსაზღვრა. რაც შეეხება აზერბაიჯანს, მისი ეკონომიკური ზრდის პროგნოზი ის 3,4%-დან 2,4%-მდე შემცირდა. ცნობისთვის, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა საქართველოს 2025 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი გააუმჯობესა და მაჩვენებელი 1 პროცენტული პუნქტით 7%-მდე გაზარდა“, - წერს აბაშიძე.