მთავარი

ძიება

ვიდეო

კონტაქტი

ზურაბ ქადაგიძე: აგენტი აგენტის დასაცავად - თინა ხიდაშელი რომ ტაივანის გაშიფრული აგენტია, ეს მთელმა საქართველომ და ტაივანმა იცის, მაგრამ აქ საინტერესო ის არის, თუ როგორ დაგეშეს პატრონებმა ბაჩიაშვილის დასაცავად, არ აქვს ხიდაშელისთვის მნიშვნელობა დამნაშავეა თუ არა ბაჩიაშვილი, დავალება მიიღო და იცავს!

ზურაბ ქადაგიძე

„აგენტი აგენტის დასაცავად... თინა ხიდაშელი რომ ტაივანის გაშიფრული აგენტია, ეს მთელმა საქართველომ და ტაივანმა იცის, მაგრამ აქ საინტერესო ის არის, თუ როგორ დაგეშეს პატრონებმა ბაჩიაშვილის დასაცავად“, - ასე ეხმიანება „ხალხის ძალის“ წევრი, ზურაბ ქადაგიძე, ოპოზიციონერ თინა ხიდაშელის მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომლის თქმითაც „ივანიშვილი ზუსტად გიორგი ბაჩიაშვილის საქმეზე წერს საკუთარ განაჩენს!“.

ქადაგიძის თქმით, ხიდაშელისთვის მნიშვნელობა არ აქვს, გიორგი ბაჩიაშვილი დამნაშავეა თუ არა, მისთვის მნიშვნელოვანია ის დავალება, რომელიც პატრონებისგან მიიღო.

„აგენტი აგენტის დასაცავად... თინა ხიდაშელი რომ ტაივანის გაშიფრული აგენტია, ეს მთელმა საქართველომ და ტაივანმა იცის, მაგრამ აქ საინტერესო ის არის, თუ როგორ დაგეშეს პატრონებმა ბაჩიაშვილის დასაცავად... არ აქვს ხიდაშელისთვის მნიშვნელობა დამნაშავეა თუ არა ბაჩიაშვილი, დავალება მიიღო და იცავს!“,- წერს ზურაბ ქადაგიძე.