მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„რუსული კომპანიები სანქციების გვერდის ავლით ქართულ სუბიექტებს იყენებენ“ - დავით არახამია ვაშინგტონს მიმართავს

ზელენსკის ოფისის წევრი დავით არახამია

უკრაინა-რუსეთის მოლაპარაკებების წევრის და უმაღლესი რადას ფრაქცია „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარის დავით არახამიას განაცხადებით, იმისთვის, რომ რუსულმა კომპანიებმა სანქციებს თავი აარიდონ, ქართულ სუბიექტებს იყენებენ.

არახამიამ ვაშინგტონში გერმანიის მარშალის ფონდის ღონისძიებაზე განაცხადა, რომ რუსები „ძლიერად“ იყენებენ „ქართულ ბანკებს, ქართულ ფინანსურ სისტემას, ქართულ კომპანიებს და ა.შ.“ დასავლეთის სანქციების რეჟიმის თავიდან ასაცილებლად.

„თუ ხარ სანქცირებული რუსი, შედიხარ ინტერნეტში, ხსნი ქართულ კომპანიას, დისტანციურად ხსნი საბანკო ანგარიშს და იწყებ დამუშავებას“, - აღნიშნა არახამიამ.

მან ვაშინგტონს მოუწოდა, მიიღოს ზომები, რათა დახუროს ეს ხვრელი.

ასევე დაგაინტერესებთ:

👉 რუსეთის მიერ ომისთვის „სპეციალური ოპერაციის“ წოდება, მას ბრძოლის ველზე უპირატესობებს ართმევს - Foreign Policy

👉 „შეერთებულმა შტატებმა უნდა გააცნობიეროს, რომ რუსეთთან ბრძოლა უშედეგოა“ - პუტინის პრესმდივანი

👉 მდინარე სევერსკი დონეცის ყველა მთავარი ხიდი, რომელიც სევეროდონეცკს უკრაინის მიერ კონტროლირებად ტერიტორიასთან აკავშირებს, სავარაუდოდ, განადგურდა - ბრიტანული დაზვერვა

👉 მტერი ამზადებს შეტევას ერთ-ერთი მიმართულებით - გენერალური შტაბი

👉 24 თებერვლის შემდეგ ხერსონში დაბადებული ბავშვები რუსეთის მოქალაქეობას ავტომატურად მიიღებენ - კირილ სტრემუსოვი