მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„მუდმივად არის კონტაქტი, რომ პერსონალური სანქციები დაუწესონ ივანიშვილს და მის ბიზნეს-აქტივებს“ - დავით არახამია

ზელენსკის ოფისის წევრი დავით არახამია

პარტია „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარემ და რუსეთ-უკრაინას შორის მოლაპარაკებებში უკრაინის დელეგაციის ხელმძღვანელმა დავით არახამიამ განაცხადა, მიმართავს ევროკავშირსა და შეეღტებულ შტატებს, რათა ბიძინა ივანიშვილს სანქციები დაუწესონ.

„ბიძინა ივანიშვილის დიალოგებით საქართველოს ხალხს შეუძლია ერთხელაც დარწმუნდეს, რომ ის, რომელიც არის ყველაზე მსხვილი ოლიგარქი და დღეს ხელმღვანელობს საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკას, არის ჭეშმარიტად პრორუსი ბიზნესმენ-პოლიტიკოსი. ივანიშვილი გულმოდგინედ ცდილობს, დამალოს ის ფაქტი, რომ დავალებებს კრემლიდან იღებს და ამის მერე ახდენს ტრანსლირებას საქართველოს ახლანდელ ხელისუფლებაზე.

აქედან გვაქვს ყველა ის ნეგატიური ეფექტი საქართველოს პრორუსულ პოზიციაზე რუსეთის მხრიდან აგრესიისთვის მხარის დაჭერაზე, რუსეთის მოქალაქეების და პოლიტიკოსების მხრიდან სანქციებისთვის გვერდის ავლის ეშმაკურ სქემებზე, რაც დაკისრებული აქვთ ევროკავშირის და აშშ-ის მეშვეობით. მე დღეს განვაცხადე, რომ მივმართავ ევროკავშირის და შეერთებული შტატების ხელმძღვანელობას. ჩვენ დღეს უკვე გვყავდა რამდენიმე საერთაშორისო კონგრესმენი. მუდმივად არის კონტაქტი, რომ განვიხილოთ შესაძლებლობა, პერსონალური სანქციები დააკისრონ ივანიშვილს და ასევე, სანქციები მთელ მის ბიზნეს-აქტივებზე, იმისთვის რომ აღიკვეთოს საქართველოს ჩართვა უკრაინის წინააღმდეგ ომში. დღეს ივანიშვილი გახდა საქართველოს იანუკოვიჩი. დარწმუნებული ვარ, რომ ქართველი ხალხი ამას მხარს არ უჭერს. უკრაინელები და ქართველები ყოველთვის იყვნენ და იქნებიან მოძმე ერები. ამიტომ მიმაჩნია, რომ ეს სწორი ქმედებაა და უახლოეს მომავალში ველით შედეგებს“, - განაცხადა არახამიამ.

აგრეთვე წაიკითხეთ:

✔️ „მტერს არ აქვს წარმატება, ნელა მოძრაობს“ - არესტოვიჩი დონბასში არსებულ ვითარებაზე

✔️ მარიუპოლში ოკუპანტები პუტინის ბრძანებას არღვევენ - ალექსეი არესტოვიჩი

✔️ სოლოვიოვის მკვლელობაში ბრალდებულებმა სიმონიანისა და კისელიოვის მკვლელობაც დაგეგმეს

✔️ რუსეთის ქმედებები უკრაინაში სისულელეს ან სასოწარკვეთას აჩვენებს - ექსპერტი

✔️ „საკმარისია ბოდიშები და ნახევრად მიღებული ზომები, როცა უკრაინელებს ბომბავენ, კლავენ, აწამებენ, აუპატიურებენ“ - კულება მსოფლიო ლიდერებს მიმართავს