მტერი აგრძელებს ლიმანზე სრული კონტროლის დამყარების მცდელობას. ინფორმაციას უკრაინული მედია უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.
„დონეცკის მიმართულებით მოწინააღმდეგის ძირითადი ძალისხმევა მიმართულია ლიმანის დასახლების სრული კონტროლის ქვეშ მოქცევაზე, ასევე სევეროდონეცკისა და ავდიივკას მახლობლად სიტუაციის ტაქტიკურ გაუმჯობესებაზე“, - ნათქვამია მოხსენებაში.
ამასთან, გენშტაბის ინფორმაციით, მტერი სევეროდონეცკის მიდამოებშიც ფეხის მოკიდებას ცდილობს.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
👉 თქვენს კალენდარზე არა 2022, არამედ 1938 წელია - ზელენსკი ჰენრი კისინჯერს პასუხობს
👉 რა იცი საქართველოს დამოუკიდებლობის შესახებ - ქვიზი
👉 რუსეთმა უკვე გამოიყენა მაღალი სიზუსტის იარაღის მარაგის 60% - უკრაინის დაზვერვა