ქვიზები
1653503147
დაკოპირებულია

 

1918 წლის 26 მაისს აღდგა 117 წლის წინ გაუქმებული ქართული სახელმწიფოებრიობა - საქართველომ რუსეთის მრავალწლიანი უღელი მოიშორა და სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა. ქართველი ხალხი ამ ფაქტს საყოველთაო ზეიმით შეეგება. მიუხედავად იმისა, რომ პირველმა რესპუბლიკამ სულ სამი წელი იარსება, საქართველოსთვის მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო. 26 მაისი საქართველოში დღესაც აღინიშნება, როგორც ეროვნული დამოუკიდებლობის დღე.