მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ახლა ვაჭრობის დრო არ არის“ - ვოლოდიმირ ზელენსკი გერმანიას ტანკებზე გადაწყვეტილების გაჭიანურების გამო საყვედურობს

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გერმანიას ტანკებზე გადაწყვეტილების გაჭიანურების გამო უსაყვედურა. მისი თქმით, ახლა ვაჭრობის დრო არ არის.

სახელმწიფოს მეთაურმა აღნიშნა, რომ არ იზიარებს გერმანიის სურვილს, ფოკუსირება მოახდინოს სხვა ქვეყნებზე სამხედრო მარაგებთან დაკავშირებით.

„ახლა არ არის ვაჭრობის დრო, არამედ გადარჩენის დროა. ჩვენ უნდა გადავრჩეთ“, - თქვა ზელენსკიმ.

ამასთან, პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მაშინ, როცა დასავლეთი 6 თვის განმავლობაში აპირებს ტანკების მიწოდების განხილვას, ამ დროს უკრაინაში ხალხი იღუპება. ზელენსკიმ დასძინა, რომ უკრაინა არ აპირებს ტანკების გამოყენებას რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე შეჭრისთვის, არამედ მხოლოდ თავდაცვის მიზნით გამოიყენებს.

ასევე დაგაინტერესებთ:

👉 აშშ-ისა და გერმანიის თავდაცვის დეპარტამენტები ვერ შეთანხმდნენ უკრაინისთვის ტანკების გადაცემაზე - CNN

👉 „ვაგნერის ჯგუფის“ რაოდენობა რუსეთ-უკრაინის ფრონტზე 50 000 ადამიანს აღწევს - ბრიტანული დაზვერვა