მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ამ გადამწყვეტ მომენტში აშშ-ს მაღალჩინოსნების ვიზიტი კიევში უკრაინისთვის ძალიან ღირებული და მნიშვნელოვანია“ - ზელენსკი

ლოიდ ოსტინი, ვოლოდიმირ ზელენსკი, ენტონი ბლინკენი

აშშ-ის სახელმწიფო მდივნისა და თავდაცვის მდივნის ვიზიტი კიევში უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დაადასტურა.

 „აშშ-ს მაღალჩინოსნების დელეგაციის ვიზიტი კიევში ამ გადამწყვეტ მომენტში უკრაინის სახელმწიფოსთვის ძალიან ღირებული და მნიშვნელოვანია.

სახელმწიფო მდივანთან ენტონი ბლინკენთან და თავდაცვის მდივანთან ლოიდ ოსტინთან ერთად თავდაცვითი დახმარება, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გაზრდა, უკრაინის ფინანსური მხარდაჭერა და უსაფრთხოების გარანტიები განვიხილეთ“, - განაცხადა ზელენსკიმ.

ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა შეერთებულ შტატებს იმისთვის, რომ მათმა თავდაცვის მხარდაჭერამ უკვე მიაღწია $3,4 მილიარდს. მან, ასევე, ისაუბრა სანქციების პოლიტიკაზე.

„ჩვენ გვესმის, როგორი უნდა იყოს შემდეგი ნაბიჯები ამ გზაზე. პარტნიორების მხარდაჭერის იმედი გვაქვს“, - წერს ზელენსკი.

აგრეთვე წაიკითხეთ:

✔️ „დასავლეთს ძალიან ეშინია, რუსეთი იმარჯვებს“ - რუსული მედია

✔️ წარუმატებლობის შემთხვევაში რუსეთმა შესაძლოა, ტერორისტულ ზომებს მიმართოს - Bellingcat-ის ჟურნალისტი

✔️ უკრაინის წინააღმდეგ ომის მეორე ეტაპი ჩაიშლება და აგრესორის ჯარების უკან დახევით დასრულდება - ხრისტო გროზევი

✔️ რუსეთი მცირე პროგრესს აღწევს დონბასის შეტევაში - ბრიტანული დაზვერვა

✔️ რუსეთის მიზნის მისაღწევად ხერსონი არის გასაღები - ბრიტანული დაზვერვა