მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„დასავლეთს ძალიან ეშინია, რუსეთი იმარჯვებს“ - რუსული მედია

რუსი სამხედროები

„დასავლეთს ძალიან ეშინია, რუსეთი იმარჯვებს“ - ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას რუსული პროპაგანდისტული მედია და დასძენს, რომ დასავლეთი პანიკაშია.

სტატიის ავტორი დარწმუნებულია, რომ „რუსეთს შეუძლია გაიმარჯვოს“. ამის არგუმენტად ავტორს მსოფლიო ლიდერების განცხადებები მოჰყავს.

მისი თქმით, ჯერ გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა პანიკური განცხადება გაავრცელა: „ყველა ჩვენი პარტნიორი ევროკავშირში და ნატოში თანხმდება, რომ არ უნდა დავუშვათ, რუსეთმა ეს ომი მოიგოს“. 

პროპაგანდისტული მედიის „რია ნოვოსტის“ ჟურნალისტი წერს, რომ „შოლცს მოჰყვა ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი, რომელიც არ მალავს, რომ უკრაინის თავგადასავლების ერთ-ერთი მთავარი ინსპირატორია“. დელიში გამოსვლისას მან საშინელი აღიარება გამოთქვა სახის ტრაგიკული გამომეტყველებით რუსეთის გამარჯვების შესაძლებლობის შესახებ კითხვის პასუხად: „ყველაზე სამწუხარო ის არის, რომ ეს რეალური შესაძლებლობაა. დიახ, რა თქმა უნდა. პუტინს უზარმაზარი არმია ჰყავს. ჩვენ რეალისტები უნდა ვიყოთ“.

აგრეთვე წაიკითხეთ:

✔️ წარუმატებლობის შემთხვევაში რუსეთმა შესაძლოა, ტერორისტულ ზომებს მიმართოს - Bellingcat-ის ჟურნალისტი

✔️ უკრაინის წინააღმდეგ ომის მეორე ეტაპი ჩაიშლება და აგრესორის ჯარების უკან დახევით დასრულდება - ხრისტო გროზევი

✔️ რუსეთი მცირე პროგრესს აღწევს დონბასის შეტევაში - ბრიტანული დაზვერვა

✔️ რუსეთის მიზნის მისაღწევად ხერსონი არის გასაღები - ბრიტანული დაზვერვა

✔️ „რუსეთს ესტონეთის წინააღმდეგ სამხედრო გეგმები აქვს“ - ესტონეთის ელჩი უკრაინაში