მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ამბის მორალი ასეთია: ნუ ეცდებით რუსეთის განადგურებას“ - მარია ზახაროვა ბორის ჯონსონის გადადგომაზე

მარია ზახაროვა, ბორის ჯონსონი

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი მარია ზახაროვა ბორის ჯონსონის თანამდებობიდან გადადგომას გამოეხმაურა. მისი თქმით, ჯონსონის დაცემა დასავლეთის დაცემის სიმპტომია, რომელიც პოლიტიკური, იდეოლოგიური და ეკონომიკური კრიზისით არის გამოწვეული.

„ამბის მორალი ასეთია: ნუ ეცდებით რუსეთის განადგურებას. რუსეთის განადგურება შეუძლებელია. შესაძლოა კბილები გაიტეხოთ და შემდეგ ამით დაიხრჩო. ბორის ჯონსონს თავისივე გაშვებული ბუმერანგი დაუბრუნდა. მისმა თანამებრძოლებმა ის მიატოვეს“, - განაცხადა ზახაროვამ.

შეგახსენებთ, დღეს, 7 ივლისს, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი თანამდებობიდან გადადგა.

„ძალიან სამწუხაროა მსოფლიოში საუკეთესო სამსახურის დატოვება, თუმცა პოლიტიკაში არავინ არის შეუცვლელი. ახალ ლიდერს მხარს მაქსიმალურად დავუჭერ“, - განაცხადა ჯონსონმა.

ასევე დაგაინტერესებთ:

👉 „ბორის ჯონსონმა სწორი გადაწყვეტილება მიიღო“ - ლიზ ტრასი ჯონსონის გადადგომაზე

👉 ბორის ჯონსონი გადადგა