მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ხარკოვის მიმართულებით 40 კილომეტრით უკან დახიეს რუსული ჯარები - ჟურნალისტი

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ხარკოვის მიმართულებით 40 კილომეტრით უკან დახიეს რუსული ჯარები

უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედროები ხარკოვის მახლობლად კონტრშეტევაზე გადავიდნენ და რუს სამხედროებს 40 კმ-ით უკან დაახევინეს, - ამის  შესახებ  Foreign Policy-ის რეპორტიორი ჯეკ დოიჩი პენტაგონის წყაროებზე დაყრდნობით იტყობინება.

„უკრაინელმა სამხედროებმა მოახერხეს რუსების გაძევება ხარკოვიდან აღმოსავლეთით დაახლოებით 40 კილომეტრში“ - აღნიშნა აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის მაღალჩინოსანმა.

მან, ასევე, დაამატა, რომ რუსული ჯარები აპირებენ ხარკოვის აღებას და მის შენარჩუნებას დონბასში შემდგომი წინსვლის მიზნით.

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსი ოკუპანტები ხელოვნურად ქმნიან და ამძაფრებენ  ჰუმანიტარულ და ეკონომიკურ კრიზისებს. დასახლებებში წამლების დეფიციტია, არ ფუნქციონირებს საბანკო დაწესებულებები.

აგრეთვე წაიკითხეთ:

✔️რუსული ძალები დონბასში მინიმალურ პროგრესს აღწევენ - პენტაგონი

✔️რუსეთმა 9 მაისს უკრაინის წინააღმდეგ ომი, შესაძლოა, ოფიციალურად გამოაცხადოს - CNN

✔️🎥 უკრაინელებმა იზიუმთან დიდი რაოდენობით რუსული მძიმე ტექნიკა გაანადგურეს

✔️უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა სამხრეთის მიმართულებით 35 დამპყრობელი და შვიდი ტექნიკა გაანადგურეს

✔️დონეცკის ოლქში მედესანტეებმა ციმბირიდან ჩასული ოკუპანტების სპეციალური ჯგუფი გაანადგურეს