მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ავსტრალია დამატებით სანქციებს უწესებს რუს პოლიტიკოსებს, დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. რესპუბლიკების „ოფიციალურ პირებს“

ავსტრალიის დროშა

ავსტრალიამ დამატებით სანქციები დაუწესა 70-ზე მეტ რუს პოლიტიკოსს და ლუგანსკისა და დონეცკის ე.წ. რესპუბლიკების 30-ზე მეტ „ოფიციალურ პირს“. ინფორმაციას უკრაინული მედია Canberra Times-ზე დაყრდნობით ავრცელებს. 

ავსტრალიის საგარეო საქმეთა მინისტრის მარის პეინის თქმით, სანქციები პირველ რიგში ქვეყანაში შესვლას ეხება. 

„სანქციები იყო პასუხი უკრაინის სუვერენიტეტის დარღვევაზე. ავსტრალია კიდევ ერთხელ ადასტურებს თავის ურყევ მხარდაჭერას უკრაინისა და უკრაინელი ხალხის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ“, - აცხადებს მინისტრი. 

ცნობისთვის, ავსტრალიამ სანქციები უკვე დაუწესა 812 ფიზიკურ და 47 იურიდიულ პირს რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის საპასუხოდ, მათ შორის რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს და მის ქალიშვილებს. 

აგრეთვე დაგაინტერესებთ: 

✔️ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა დონბასში რაშისტების 12 თავდასხმა მოიგერიეს

✔️ არ ვარ ოპტიმისტი - ალექსეი დანილოვმა განმარტა როდის დასრულდება ომი უკრაინაში

✔️ რუსეთი დეფოლტის ზღვარზეა - Bloomberg