მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

აშშ და მოკავშირეები უკრაინას ტანკებს მიაწვდიან

უკრაინის შეიარაღებული ძალები

ამერიკის შეერთებული შტატები და მისი მოკავშირეები უკრაინას ტანკებს მიაწვდიან. ამის შესახებ გამოცემა New York Times იუწყება. 

ამ ინფორმაციის მიხედვით, საუბარია საბჭოთა წარმოების ტანკებზე. საბრძოლო ტექნიკის მეშვეობით უკრაინულმა ჯარმა დონბასზე და მის ირგვლივ ქვეყნის ტერიტორიის დაცვა უნდა უზრუნველყოს.

როგორც New York Times-ს ინფორმირებულმა წყარომ აცნობა, ეს გადაწყვეტილება აშშ-ის ადმინისტრაციამ უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის თხოვნაზე საპასუხოდ მიიღო. ტანკების მეშვეობით უკრაინული მხარე რუსულ პოზიციებზე საარტილერიო დარტყმებს შორი მანძილიდან შეძლებს.

როგორც ჩინოვნიკმა ამერიკულ გამოცემას შეატყობინა, ტანკების მიწოდება უახლოეს მომავალში დაიწყება, თუმცა მან არ დაასახელა კონკრეტული ქვეყნები, საიდანაც ტანკების მიწოდება მოხდება და საბრძოლო ტექნიკის რაოდენობა.

New York Times წერს, რომ უკრაინისთვის ტანკების მიწოდება უკრაინა-რუსეთის ომში ახალი ეტაპის დაწყებას შეიძლება ნიშნავდეს. 

აგრეთვე წაიკითხეთ: 

✔️ პუტინის ე.წ. სამშვიდობო მოლაპარაკებები არ შეიძლება სერიოზულად იქნეს აღქმული - გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი

✔️ ქალაქი ბუჩა რუსი ოკუპანტებისგან თავისუფალია

✔️ გერმანია უკრაინას 56 ერთეულ ტანკს გაუგზავნის - Spiegel

✔️ წითელმა ჯვარმა მარიუპოლიდან მოქალაქეების ევაკუაცია გადადო

✔️ თურქეთში ზელენსკი-პუტინის შესაძლო შეხვედრისთვის უკრაინა მზად არის - კულება