მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„რუსებმა ტაქტიკა შეცვალეს და უფრო ფრთხილად მოქმედებენ“ - უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილე

რუსები

„რუსეთი უკრაინაში ახალ ტაქტიკას იყენებს. ომის პირველი კვირებისგან განსხვავებით, ახლა დამპყრობლები სიტუაციის მიხედვით მოქმედებენ და უკრაინელი დამცველების ტაქტიკას სწავლობენ“, - ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ანა მალიარმა განაცხადა

„რუსები დომინირებენ უკრაინულ ძალებზე პერსონალისა და იარაღის რაოდენობით, მაგრამ უკრაინა ომის დაწყებიდანვე სჯობდა მათ სტრატეგიებში, სამხედროების მომზადების დონესა და ინტელექტუალურ მიდგომაში, ამიტომ მტერს მეტი დანაკარგი აქვს.

ახლა მათ უკვე სხვა ტაქტიკა აქვთ. შემიძლია ვთქვა, რომ რუსები უფრო ფრთხილად მოქმედებენ. დაიწყეს გარკვეული ნაბიჯების დაგეგმვა და არამხოლოდ დაგეგმვა, არამედ ჭადრაკის დაფის აშენება. ამიტომ, ომი ახლა ოდნავ განსხვავებულია, ვიდრე ადრე იყო“, - განაცხადა მალიარმა.

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉 „აზოვსტალის“ ქარხანაში რუსები შეიჭრნენ

👉 „აზოვსტალის“ ქარხანაში დარჩენილი უკრაინელი ჯარისკაცები „საიმედო ბლოკადაში არიან“ - სერგეი შოიგუ

👉 პუტინი „დენაციფიკაციაზე“ უარს ამბობს, რადგან ეს რუსებს არ ესმის - გამომძიებელი ჟურნალისტები

👉 უკრაინისთვის განკუთვნილი შეიარაღებითა და საბრძოლო მასალებით დატვირთული ნატოს სატრანსპორტო საშუალებები განადგურდება - სერგეი შოიგუ

👉 „არ უნდა გვეშინოდეს რუსეთის მუქარის, მისი შეჩერება მხოლოდ სასტიკ ძალას შეუძლია“ - ანჯეი დუდა