მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„აშშ-ში ასევე არის ღილაკები, რომლითაც ბირთვულ რაკეტების გაშვება ხდება“ - ანჯეი დუდა რუსეთის ბირთვულ მუქარაზე

პოლონეთის პრეზიდენტი ანჯეი დუდა

პოლონეთის პრეზიდენტის ანჯეი დუდას განცხადებით, აშშ ძალიან სერიოზულად ეკიდება რუსეთისგან ბირთვულ საფრთხეებს. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ „შეერთებულ შტატებში ასევე არის ღილაკები, რომლებიც ახორციელებენ ბირთვული რაკეტების გაშვებას“.

„შეერთებული შტატები არის დიდი ბირთვული ძალა, უდიდესი სამხედრო ძალა მსოფლიოში და ის, რომ შეერთებული შტატები სერიოზულად უყურებს ამ რუსულ საფრთხეს, ასევე საფრთხეს უქმნის რუსეთს. თუ რუსეთი დაარღვევს ყველა ტაბუს სახელმწიფოს მიმართ, რომელსაც არ გააჩნია ბირთვული იარაღი და დღეს იცავს თავის ტერიტორიას მხოლოდ ჩვეულებრივი იარაღის გამოყენებით, თუ ამ სახელმწიფოს წინააღმდეგ ტაქტიკურ ბირთვულ იარაღს გამოიყენებენ, რუსეთი პასუხს უნდა ელოდოს... აშშ-ში ასევე არის ღილაკები, რომლითაც ბირთვულ რაკეტების გაშვება ხდება“, - განაცხადა დუდამ.

ცნობისთვის, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთი „გამოიყენებს ყველა შესაძლო საშუალებას“ თავისი ხალხის დასაცავად.

„ჩვენ ბევრი იარაღი გვაქვს პასუხის გასაცემად,  ეს ბლეფი არ არის“ - თქვა პუტინმა.

აგრეთვე დაგაინტერესებთ: 

👉 „პუტინი აიძულეს, რომ სპეცოპერაცია დაეწყო... რუსეთის გეგმა იყო უკრაინის მთავრობის ღირსეული ხალხით შეცვლა“ - სილვიო ბერლუსკონი

👉 „ჩვენ არ ვაპირებთ მობილიზაციას, ეს ტყუილია“ - ალექსანდრე ლუკაშენკო

👉 „შევამჩნიე, რომ რუსი დიპლომატები ისევე ოსტატურად გარბიან, როგორც რუსი ჯარისკაცები“ - დმიტრო კულება ლავროვის მიერ გაეროს შეხვედრის დატოვებაზე

👉 „ის ძაღლისშვილია, მაგრამ ის ჩვენი ძაღლისშვილია“ - სერგეი ლავროვი ზელენსკის მიმართ აშშ-ის პოლიტიკაზე

👉 უკრაინელებმა რუსი გენერალ-მაიორი დაჭრეს - გენშტაბი