მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„შევამჩნიე, რომ რუსი დიპლომატები ისევე ოსტატურად გარბიან, როგორც რუსი ჯარისკაცები“ - დმიტრო კულება ლავროვის მიერ გაეროს შეხვედრის დატოვებაზე

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე დაახლოებით საათ-ნახევარი დაიგვიანა და მხოლოდ მაშინ მივიდა, როცა მისი საუბრის ჯერი დადგა. ამის შესახებ უკრაინული მედია წერს.

გამოსვლაში ლავროვმა კიდევ ერთხელ გაიმეორა რუსული პროპაგანდისტული თეზისები „კიევის რეჟიმის დანაშაულებზე“, რომელსაც აშშ და მისი მოკავშირეები აშუქებენ. ლავროვმა ასევე დაადანაშაულა უკრაინელები „ნაციზმში“ და განაცხადა, რომ „უკრაინა საბოლოოდ გადაიქცა ნეონაცისტური დარწმუნების ტოტალიტარულ სახელმწიფოდ“.

„აშშ და მისი მოკავშირეები, საერთაშორისო უფლებადამცველი ინსტიტუტების თანხმობით, სისტემატურად ფარავდნენ კიევის რეჟიმის დანაშაულებს რვა წლის განმავლობაში, ზელენსკის მიმართ თავიანთ პოლიტიკას აყალიბებდნენ ცნობილ ამერიკულ პრინციპზე დაყრდნობით: ის, რა თქმა უნდა, ძაღლისშვილია, მაგრამ ის ჩვენი ძაღლისშვილია“, - განაცხადა ლავროვმა.

გამოსვლის შემდეგ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ფეხზე წამოდგა და შეხვედრების ოთახი დატოვა, როგორც კი მორიგი გამომსვლელი, ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჯეიმს კლევერლი სიტყვით გამოვიდა.

აღნიშნულს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება გამოეხმაურა და თქვა:

„მე შევამჩნიე, რომ რუსი დიპლომატები ისევე ოსტატურად გარბიან, როგორც რუსი ჯარისკაცები“, - განაცხადა უკრაინელმა მინისტრმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ თავისი არსებობის მანძილზე გაერომ ბევრი რამ მოისმინა და ნახა, მაგრამ „რუსი დიპლომატების დღევანდელი სიცრუის მოცულობა უპრეცედენტოა“.

„ფაქტობრივად, ერთადერთი, რაც იმსახურებს რეაქციას დღევანდელ რუსულ გამოსვლაში, ამ სიცრუის მთელი ნაკადიდან, არის მიუღებელი ჟარგონი, რომელსაც იყენებს რუსეთის წარმომადგენელი უცხო ქვეყნის, უკრაინის პრეზიდენტთან მიმართებით“, - აღნიშნა კულებამ.

აგრეთვე დაგაინტერესებთ: 

👉 „ის ძაღლისშვილია, მაგრამ ის ჩვენი ძაღლისშვილია“ - სერგეი ლავროვი ზელენსკის მიმართ აშშ-ის პოლიტიკაზე

👉 უკრაინელებმა რუსი გენერალ-მაიორი დაჭრეს - გენშტაბი

👉 ირანის პრეზიდენტმა CNN-თან დაგეგმილი ინტერვიუ გააუქმა, რადგან წამყვანმა თავსაბურავის გაკეთებაზე უარი თქვა

👉 ვლადიმერ პუტინი იქამდე მიდის, რომ მასთან მოლაპარაკების მაგიდასთან აღარავინ დაჯდება - ვოლოდიმირ ზელენსკი

👉 კრემლმა შეგნებულად გაცვალა ტყვეები მობილიზაციის გამოცხადების დღეს - ISW