მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

უკრაინელებმა რუსი გენერალ-მაიორი დაჭრეს - გენშტაბი

რუსი გენერალი ცოკოვი

რუსი დამპყრობლები ზარალს განიცდიან ხელმძღვანელობას შორის. უკრაინელმა სამხედროებმა სვატოვოს რაიონში გენერალ-მაიორი ოლეგ ცოკოვი დაჭრეს. ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი წერს.

„მტერი აგრძელებს დანაკარგებს, მათ შორის ხელმძღვანელობას შორის. არსებული ინფორმაციით, მე-20 გაერთიანებული არმიის 144-ე მოტომსროლელი დივიზიის მეთაური, გენერალ-მაიორი ცოკოვი დაიჭრა სვატოვოს დასახლებაში“, - ნათქვამია ანგარიშში.

გენერალურმა შტაბმა ასევე აღნიშნა, რომ ცოცხალი ძალის დანაკარგის ასანაზღაურებლად, მტერი აგრძელებს იძულებით მობილიზაციას დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე. ამრიგად, გორლოვკაში 19 სექტემბერს, 1-ელი არმიის კორპუსის წარმომადგენლებმა დააკავეს და სამხედრო სამსახურში წაიყვანეს ათი კაცი, განურჩევლად მათი ასაკისა და ჯანმრთელობისა.

აგრეთვე დაგაინტერესებთ: 

👉 ირანის პრეზიდენტმა CNN-თან დაგეგმილი ინტერვიუ გააუქმა, რადგან წამყვანმა თავსაბურავის გაკეთებაზე უარი თქვა

👉 ვლადიმერ პუტინი იქამდე მიდის, რომ მასთან მოლაპარაკების მაგიდასთან აღარავინ დაჯდება - ვოლოდიმირ ზელენსკი

👉 კრემლმა შეგნებულად გაცვალა ტყვეები მობილიზაციის გამოცხადების დღეს - ISW